მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ რატომ ვერ მოვიპოვეთ ამომრჩევლის ნდობა - ელენე ხოშტარია
პოლიტიკა - 14:17, 31 Oct, 2016     5819

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში არჩევნების მეორე ტურთან დაკავშრებით წერს. ხოშტარიას განცხადებით, მიუხედავად უსამართლო ქმედებებისა, იგი აღიარებს, რომ ვაკე წააგო და ხალხის ამ არცევანს პატივს სცემს:

„არც ერთი წამი არ უნდა გავიკაროთ ეს განწყობა. მათ ჰყავთ სუსი, ჩვენ გვყავს გულანთბული ხალხი, ახალგაზრდა, ენერგიული, გონებაგახსნილი და პოზიტიური. მათ აქვთ ბევრი ფული, ჩვენ გვაქვს იდეა და რწმენა ამ იდეის. მათ აქვთ კარიერის წყურვილი, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. ამიტომ, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანებზე და გავაგრძელოთ ისეთივე შემართებით, როგორც აქამდე. მიუხედავად უნამუსო მანიპულაციებისა, მე მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ დავფიქრდეთ, რატომ ვერ მოვიპოვეთ ამომრჩევლის უმრავლესობის ნდობა. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, დავფიქრდეთ და კარგად გავითვალისწინოთ სამომავლოდ. დღეს ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, როგორც, სამწუხაროდ, ერთადერთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიას. ორი სიტყვა ვაკეზე. მიუხედავად უსამართლო ქმედებებისა, მე ვაკე წავაგე, ნამდვილად წავაგე. მე დღეს ვაკემ ნდობა არ გამომიცხადა და მე ამ არჩევანს პატივს ვცემ. ესე იგი, მე ვერ დაგარწმუნეთ რაღაცაში, მე ვერ მოგისმინეთ საკმარისად, ესე იგი მე ჯერ არ ვიმსახურებ თქვენს ნდობას. მაგრამ მინდა ხაზგასმით გითხრათ, მე ერთი წამი არ მოვშორდები იმ პრობლემებს, რაც ამდენი თვის განმავლობაში ვნახე. მე გვერდით დავუდგები ყველას, მიუხედავად იმისა, მომცეს ხმა თუ არა. კამპანიის დროს ბევრჯერ მითქვამს ამომრჩევლისთვის, რომ მე არჩევნების მერე არ გავქრები. ახლა კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, წაგების მერეც არ გავქრები, გავაგრძელებ თქვენი ნდობის მოპოვებას და თქვენი პრობლემების მოგვარებისთვის ბრძოლას, ვაკეში, წყნეთში, ახალდაბაში. ჩემს კონკრეტულ გეგმებს გაგაცნობთ ძალიან მალე”, - წერს ელენე ხოშტარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42