ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი საქართველოს რეგიონული მაუწყებლების დელეგაციის წევრებს შეხვდა
პოლიტიკა - 13:00, 31 Oct, 2016     1082
ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს რეგიონული მაუწყებლების დელეგაციის წევრებთან, რომლებიც ესტონეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა ისაუბრა რეგიონული მაუწყებლების დონეზე ესტონეთის ევროინტეგრაციის პროცესის გაცნობისა და კომუნიკაციის თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. ელჩმა ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია საელჩოს საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ და ისაუბრა როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე ევროინტეგრაციის მიმდინარე პროცესსა და საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე.

ელჩმა მიმოიხილა საქართველო-ესტონეთის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ელექტრონული მმართველობა; საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიები; კიბერუსაფრთხოება; ინოვაციები და სტარტაპები; კრეატიული ინდუსტრიების განვითარება და სხვ. აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშროლობა, განსაკუთრებით დარგობრივი მიმართულებებით, ძირითადად ეხმიანება საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიზნებს.

ელჩმა ასევე ისაუბრა ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების, ევროინტეგრაციის და ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის მიმართ.

საქართველოს რეგიონული მაუწყებლების დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის“ ორგანიზებითა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს “განვითარების თანამშრომლობის“ ფინანსური მხარდაჭერით შედგა. ვიზიტი პროექტის „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა უნარ-ჩვევების განვითარება ახლებური მიდგომებით“ ფარგლებში განხორციელდა.

აღნიშნული პროექტი გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონულ მაუწყებელთა 4 ჯგუფის ვიზიტს ესტონეთში, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია შეხვედრების გამართვა ესტონელ კოლეგებთან, ვიზიტები ესტონეთის სხვადასხვა რეგიონში, პრაქტიკული სასწავლო სესიები, გამოცდილების გაზიარება და კავშირების დამყარება ესტონელ მაუწყებლებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42