"შს მინისტრი შეიცვლება... არ მგონია მისდამი დიდი ნდობა ჰქონდეთ"- გელბახიანი 5 ახალ მინისტრს პროგნოზირებს
პოლიტიკა - 13:05, 31 Oct, 2016     15551
იურისტი ვალერი გელბახიანი გაზეთ „ალიასთან“ საუბარში, მომავალი მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოსალოდნელია სამინისტროების შემცირება. ექსპერტის აზრით მთავრობაში დაახლოებით 5 ახალი მინისტრი იქნება, შეცვლას კი შინაგან საქმეთა, ფინანსთა, საგარეო და კულტურის მინისტრებს უწინასწარმეტყველებს. როგორც გელბახიანი აცხადებს, საკვანძო თანამდებობას დაიკავებს კახა კალაძე, ერთ-ერთ ვარიანტად კი გელბახიანი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს განიხილავს:

„რაც შეეხება იმას, ინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, საპარლამენტო არჩევნებს ხელმძღვანელობდა კახა კალაძე. როგორც წესი, ასეთი ორგანიზატორული ფუნქციის მატარებელი პოლიტიკოსი, როგორც ყოველთვის. არჩევნების შემდეგ იკავებს ძალიან მაღალ საკვანძო თანამდებობას მთავრობაში. არ გამოვრიცხავ, კალაძე გახდეს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი კვლავ გიორგი კვირიკაშვილი იქნება. არა მგონია, მისი შეცვლა „ქართული ოცნებისთვის“ პოზიტიური იყოს, ამ წუთში ვერ ვხედავ ისეთ ადამიანს, რომელიც კვირიკაშვილს ჩაანაცვლებს. ვფიქრობ შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვლება, მღებრიშვილი კი არის „ქართული ოცნების“ კადრი , მაგრამ არა მგონია, მისდამი დიდი ნდობა ჰქონდეთ. „ქართული ოცნების“ ლიდერებს. ხელშეუხებელი დარჩება თავდაცვის მინისტრი, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები აღებული და არასერიოზულად აღიქმება ამ სფეროს მინისტრების ხშირი ცვლა. რაც შეეხება ეკონომიკურ ბლოკს , ალბათ, ფინანსთა მინისტრი ხადური გამოიცვლება. ვფიქრობ, რომ კულტურის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან, დაახლოებით 5 ახალი მინისტრი გვეყოლება და თუ მოხდება სამინისტროების გაერთიანება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება, შეიძლება კულტურის და განათლების სამინისტროც შეერწყას, დაახლოებით 14 სამინისტრო დარჩება. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ამბები გველის“- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42