"ნინო გოგუაძე საკუთარ თანაპარტიელებს აღარ ინდობს, სხვას როგორ დაინდობს"- ეკა ბესელია
პოლიტიკა - 13:01, 31 Oct, 2016     3187
“ქართული ოცნების“ წევრი ეკა ბესელია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ წასულ პირებთან რაიმე გარიგებას უარყოფს და ნინო გოგუაძეს აბაშიძე-ცაგარეიშვილის მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო დაუნდობელს უწოდებს. აღნიშნული განცხადება ბესელიამ გაზეთ „პრაიმტაიმთან’ ინტერვიუში გააკეთა:

„არანაირი გარიგება არ ყოფილა. შეთქმულების თეორიის ძებნა ფუჭი დროის ხარჯვაა, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც არ ისურვეს, მთლიანად გაემიჯნონ იმ გუნდს, ვისთან ერთადაც მოვიდნენ ხელისუფლებაში. მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად სწორი. რა გასაკვირია, რომ მათ საკუთარ ამომრჩეველს მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, მე უფრო ნინო გოგუაძის შეფასებები მაკვირვებს. საკუთარ თანაპარტიელებს აღარ ინდობს, სხვას როგორ დაინდობს. მე ასეთი დაუნდობელი დამოკიდებულება იმ ადამიანის მხრიდან, ვისაც პრეტენზია აქვს ჰუმანიზმზე, ძალიან მიკვირს. სხვა თუ არაფერი , გუშინ ერთ გუნდში იყვნენ და დღეს ასე ლანძღავდნენ ყოფილ თანამოაზრეებს... ასეთი დაუნდობელი დამოკიდებულება ქართულ პოლიტიკაში ძნელად წარმომიდგენია. ეს არის განსხვავებული აზრის მიუღებლობა.“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსნებთ, "თავისუფალი დემოკრატებიდან" წასულმა რამდენიმე წევრმა არჩევნების მეორე ტურში მხარდამჭერებს "ქართული ოცნების' კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრები ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს გამოეხმაურნენ და მათ პოზიციას გაემიჯნენ. ნინო გოგუაძეს განცხადებით, სამწუხაროდ მისი ყოფილი თანაგუნდელები საბჭოთა მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდნენ და ოპოზიციაში ყოფნა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჰგონიათ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42