აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა“ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა
პოლიტიკა - 10:30, 31 Oct, 2016     1634
უსკო-ს მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვა. აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში მმართველმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
იმის გათვალისწინებით, რომ პროპორციულ არჩევნებში მმართველმა ძალამ 8 მანდატი მიიღო, მაჟორიტარული სისტემით კი 6 მანდატი მოიპოვა 21 წევრიან უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნება“ 14 დეპუტატს შეიყვანს.

საკუთარი არჩევანი აჭარაში რეგისტრირებულმა 114 470 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 37.09%-ს შეადგენს. ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 2 614-ია.

აჭარის მაჟორიტარულ ოლქებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ბათუმის N68-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვახტანგ წულაძემ ხმების 66.63% მოიპოვა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ელგუჯა ბაგრატიონმა 33.27%.

ბათუმის N69-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ილია ვერძაძემ ხმათა 69.87% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნინო ჯინჭარაძემ - 30.13%.

ბათუმის N70-ე მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნუგზარ სურმანიძემ ხმათა 71.21 % მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გია აბულაძემ 28.79%.

ქობულეთის N71-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი რომანაძე 71.51%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ მამული სურმანიძე - 28.49%.

ხელვაჩაურის N72-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატიმერაბ კარანაძემ ხმების 72.19% , „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ქენან კახიძე - 27.81%.

ხულოს N73-ე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ხვიჩა შარაშიძემ ხმათა 71.44% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნუგზარ ამაღლობელს 28.56% ერგო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდა. აჭარის უმაღლესი საბჭო მრავალპარტიული იქნება. „ქართულ ოცნებას“ 14 დეპუტატი, „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 დეპუტატი, ხოლო „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას“ და „პატრიოტთა ალიანსს“ თითო-თითო დეპუტატი ეყოლებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42