საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ მარნეულში დამატებითი დამკვირვებლები გაგზავნა ამის მიზეზი მოსალოდნელი სიტუაცის დაძაბვაა.
„დაძაბულობის განვითარებას ველოდებით, ამ დაძაბულობის განმუხტვა ვერ მოხდა,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
მისივე თქმით, მარნეულში რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.
არასამთვრობოები გორში ენმ-ს მხარდამჭერის ცემის ფაქტის გამოძიება მოითხოვეს.
სამართლიანი არჩევნების დირექტორის, მიხეილ ბენიძის, თქმით, ბათუმში ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა დაფიქსირდა. მისი განცხადებით, ქართული ოცნების კანდიდატის თანმხლებმა პირმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების გადაღების საშუალება არ მისცა.
მასალის გამოყენების პირობები






