რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საარჩევნო პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
,,მეორე ტურში პრაქტიკულად ყველგან კარუსელის მცდელობა გამოვლინდა, და ვინმე ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ მარტო მეორე ტურში მოვიდა გაყალბების იშტაზე ქართული ოცნება? ცხადია, არა. გაყალბდა პირველი ტურიც. შესაბამისად, არავითარი 48% არ ყოფილა, არც ამდენი გამარჯვებული მაჟორიტარი. მაქსიმუმ - 42%, როგორც ჩვენმა ეგზიტპოლმა დაადგინა. და ეგზიტპოლი, მოგეხსენებათ, კარუსელს ვერ ითვალისწინებს :)
უკანონო ნამატმა 2-3% დააკლო ნაცმოძრაობას და ასევე ლეიბორისტები, ბურჭულაძე, ალასანია და ბურჯანაძე პარლამენტს გარეთ დატოვა.
შესაბამისად, პირველ ტურში არჩევნები სერიოზულად გაყალბდა "მოქალაქეთა კავშირის" ტრადიციებში - კარუსელები, კრიმინალური ავტორიტეტებით ზეწოლა და დაშინება, საბიუჯეტო ორგანიზაციების უკანონო მობილიზაცია, ნარკოტიკების დარიგება, უბნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვა და მოსყიდული საარჩევნო ადმინისტრაციები, მათ შორის, წევრები ოპოზიციის მხრიდან. ერთი ერთში ის, რაც 90იანებში ხდებოდა. არცაა გასაკვირი - ოცნებაში საარჩევნო პროცესებს მოქკავშირის გაყალბების მამა - რომან კუსიანი მართავს. აბა გაზის კორპორაციაში უზარმაზარ ხელფასს ტყუილად ხომ არ უხდიან“ - წერს გვარამია.
მასალის გამოყენების პირობები






