ISFED-ის ანგარიში დარღვევების შესახებ 17:00-ის მონაცემებით
პოლიტიკა - 19:29, 30 Oct, 2016     929
„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, 17:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა წარმოადგენს 30.9%-ს +/-0.8% ცდომილების ფარგლებში. ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის, 17:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა (41.8% +/- 0.6%).

PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, საარჩევნო უბნების 89.6 %-ზე ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, ხოლო საარჩევნო უბნების 10.4%-ზე ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირებული დარღვევები

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

• #36 მაჟორიტარული ოლქის #50 საარჩევნო უბანზე (მარნეული) კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა ბიულეტენი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევით მიაწოდა საარჩევნო ყუთის ზედამხედველს, რომელმაც ბიულეტენი საარჩევნო ყუთში თავად მოათავსა.

ხელმეორედ ხმის მიცემა

• #36 მაჟორიტარული ოლქის #5 საარჩევნო უბანზე (მარნეული) ამომრჩეველთა სიაში არ იყო მითითებული ინფორმაცია იმ ამომრჩევლების შესახებ, რომლებიც ხმას აძლევდნენ გადასატანი ყუთის საშუალებით. შედეგად ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ორჯერ მისცა ხმა: უბანზე და გადასატანი ყუთის სიის მეშვეობით.

ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა

• #70 მაჟორიტარული ოლქის #58 საარჩევნო უბნის (ბათუმი) მიმდებარე ტერიტორიაზე პ/გ „ქართული ოცნების“ კანდიდატის თანმხლებმა პირმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების გადაღების საშუალება არ მისცა.

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

• #36 მაჟორიტარული ოლქის #5 საარჩევნო უბანზე (მარნეული) ამომრჩეველი პ/გ „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალით იმყოფებოდა, კერძოდ მას ეხურა ქუდი, რომელზეც გამოსახული იყო პარტიის რიგითი ნომერი.

არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე

• #60 მაჟორიტარული ოლქის #35 საარჩევნო უბანზე (ლანჩხუთი) არაუფლებამოსილი სუბიექტის, „ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი, ალეკო მეგრელიძე იმყოფება;

• #61 მაჟორიტარული ოლქის #40 საარჩევნო უბანზე (ოზურგეთი) ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე იმყოფებოდა;

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება

• #49 მაჟორიტარული ოლქის #83 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) ჩანაწერთა წიგნში კომისიის ბეჭდის ნომრის ნაცვლად მითითებულია „2016“. აღნიშნულის თაობაზე კომისიის თავმჯდომარემ დაწერა ახსნა-განმარტება;

• #29 მაჟორიტარული ოლქის #73 საარჩევნო უბანზე (რუსთავი) ამომრჩეველთა ხელმოწერების დათვლისას, ხელმოწერების რაოდენობა გაცემული ბიულეტენების რაოდენობაზე ერთით ნაკლები აღმოჩნდა;

• #49 მაჟორიტარული ოლქის #93 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) საკონტროლო ფურცელზე არაა მითითებული ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი;

• #49 მაჟორიტარული ოლქის #80 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) სამმა კომისიის წევრმა საკონტროლო ფურცელს ხელი არ მოაწერა.

გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული ხარვეზები

• #47 მაჟორიტარული ოლქის #9 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) გადასატანი საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის ამომრჩევლის სიაში არ იყო კომისიის წევრის ხელმოწერა;

• #70 მაჟორიტარული ოლქის #76 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) ამომრჩეველმა ბიულეტენი შეცდომით მოათავსა გადასატან ყუთში, რის გამოც გადასატანი ყუთი დაილუქა შედეგად, გადასატანი ყუთის სიაში მყოფმა 7 ამომრჩეველმა დაკარგა ხმის მიცემის უფლება;

• #2 მაჟორიტარული ოლქის #5 საარჩევნო უბანზე (ვაკე) გადასატანი ყუთის კომისიის წევრებმა იმაზე ერთით ნაკლები ბულეტენი დააბრუნეს უკან, ვიდრე სიაში არსებული ხელმოწერებისა და წაღებული ბიულეტენების სხვაობა უნდა ყოფილიყო.

• #36 მაჟორიტარული ოლქის #7 (მარნეული) და #61 მაჟორიტარული ოლქის (ფოთი) #15 საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ ყუთის ჭრილი არ იყო დალუქული.

მარკირების პროცედურის დარღვევა

• #11 მაჟორიტარული ოლქის #20 საარჩევნო უბანზე (სამგორი) ამომრჩეველს ჯერ მარკირება გაუკეთეს და სიაში გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ იგი არაა მოცემული უბნის ამომრჩეველი, რის გამოც მან ხმის მიცემის უფლება დაკარგა.

წარდგენილი საჩივრები

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ჩანაწერთა წიგნებში დაფიქსირდა 49 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 31 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში - 32 საჩივარი.

სამართლიანი არჩევნები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას არჩევნების პორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო SMS-ით ნომერზე 90039. არჩევნების პორტალზე ასევე შესაძლებელია ნებისმიერი დარღვევის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალის მოწოდება.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 10 ოპერატორის, 10 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ყველა მონაცემი გადის რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდება მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:

• საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

• საქართველოს მოქალაქის პასპორტი ( ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი);

• დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

„სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 22:00 საათზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42