„მინდა გაგაცნოთ ორი კონკრეტული ფაქტი დარღვევის შესახებ, პირველი ეს არის ახალციხე-ადიგენი, რომლშიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მანქანიით გადააადგილდებიან გივი თარგამაძე და გოგა გაბაშვილი და ნაც.მოძრაობის ლიდერები, რომლებიც მითითებას აძლევენ მათ აქტივისტებს უბნების ჩაშლასთან დაკავშირებით ეს არის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. მოვუწოდებთ, ნაც.მოძრაობას თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან ეს არის კანონდარღვევა და არ დარჩება დაუსჯელი. მოვუწოდებ ჩვენს აქტივისტებს მაქსიმალურად თავი დაიცვან პროვოკაციებისგან. მეორე კონკრეტული ფაქტი, ეხება რუსთავს 47-ე უბანს სადაც შეინიშნება კონცენტრაცია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და არსებობს გარკვეული ეჭვი პროვოკაციების მოწყობის და აქაც გვაქვს იგივე მოწოდება ჩვენ აქტივისტებთან არ განახორციელონ არანაირი პროვოკაცია და მაქსიმალურად მოერიდონ მსგავ პროვოკაციებზე წამოგებას“- განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






