მთაწმინდის №20 უბანზე გადასატანი ყუთი გაიტაცეს - ენმ
პოლიტიკა - 17:58, 30 Oct, 2016     1848
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ №20 უბანზე მთაწმინდაზე გადასატანი ყუთი გაიტაცეს.

"№20 უბანზე მთაწმინდაზე გადასატანი ყუთი საერთოდ გაიტაცეს და გარაჟშია ჩაკეტილი, ამასთან წარმოგიდგენთ ფოტომასალას, სადაც აღბეჭდილია მარკირების მქონე ადამიანები როგორ შედიან რამდენჯერმე ერთი და იგივე უბანზე. ასეთი ტიპის დარღვევები ფიქსირდება არამხოლოდ მთაწმინდაზე, არამედ ბათუმსა და მარნეულში.

აქ არის წარმოდგენილი №9 უბნიდან ფოტომასალა, ფოტოზე ნაჩვენები ქალბატონი №9 უბანზე მეორედ აძლევს ხმას. ხოლო ბოლო მაგალითი გვაქვს №28 უბანზე. ასეთი ტიპის დარღვევები ფიქსირდება არა მხოლოდ მთაწმინდაზე, არამედ ბათუმსა და მარნეულში.

ეს არის კლასიკური მაგალითი ე.წ. „კარუსელის“ როდესაც ერთიდაიგივე ამომრჩეველი რამდენიმეჯერ აძლევს ხმას. ასევე გრძელდება კრიმინალური კავშირების მქონე ადამიანების მობილიზაცია სხვადასხვა უბნებზე. განსაკუთრებით პრობლემუატურია ეს გორში, სოფლებში ქორდი, დიცში, გარეჯვარი. ფლავისმანი და ფლავი, სადაც შეინიშნება ასეთი ტიპის ადამიანების კონცენტრაცია ისევე, როგორც სპორტსმენების. ცხადია ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ამომრჩეველზე მოახდინონ ზეწოლა.

ასევე მთაწმინდაზე, სადაც გიორგი მიქაძე პირადად დადის უბნებზე და გიორგი გოგუაძის მიერ ხდება ორგანიზება სხვადასხვა ადამიანების იმისთვის, რომ ამომრჩეველმა ვერ შეძლოს თავისუფლად საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, ყურადღება მიაქციონ ყოველ ასეთ ფაქტს. მარნეულში ასევე დაფიქსირებულია არაერთი ფაქტი, როდესაც პირადობის მოწმობის გარეშე აძლევენ ხმას. მხოლოდ ერთ უბანზე ასეთი ტიპის 80-მდე ფაქტი იყო“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42