"ვერცერთი ფაქტი ვერ იქნება წარმოდგენილი ჩვენ წინააღმდეგ"- ირაკლი კობახიძე "ენმ"-ს ბრალდებებს პასუხობს
პოლიტიკა - 16:13, 30 Oct, 2016     1184
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს დეზინფორმაცია უწოდა.

"არჩევნები მიმდინარეობს არსებითად მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე. ვრცელდება ნაც.მოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან, ჩვენი ინფრომაციით, გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე ქალაქში, ქუთაისში, გორში და რუსთავში, ამ სამ ქალაქსა და რაიონზეა საუბარი, თითქოს იგეგმება გარკვეული პროვოკაციები და თითქოს ხდება ჩვენი მხრიდან სპორტსმენების მობილიზაცია, რაც არის მტკნარი სიცრუე. ამაზე ჩვენ შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ. ვერცერთი ფაქტი ვერ იქნება წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენის მხრიდან სპორტსმენების რაიმე ფორმით მობილიზაცია ხდება. კიდევ ერთხელ, ეს არის დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ თვითონ ნაც.მოძრაობას შესაძლოა ჰქონდეს დაგეგმილი გარკვეული პროვოკაციები. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს აქტივისტებს სიმშვიდისკენ და მოვუწოდებთ იმისკენ, რომ არ აჰყვნენ ისინი პროვოკაციებს. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ყოველთვის, როდესაც იქნება გარკვეული ნიშნები პროვოკაციის, მათ უნდა მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს. ეს არის ჩვენი მოწოდება. კიდე ერთხელ, ამომრჩევლებს მოვუწოდებთ აქტიურობისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ დააფიქსიროს თავისი სამოქალაქო პოზიცია და გაამყაროს ის საარჩევნო შედეგი, რომელიც დაფიქსირდა 8 ოქტომბერს"- განაცხადა კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42