თინათინ ბოკუჩავა რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაპირისპირების საფრთხეებზე საუბრობს
პოლიტიკა - 15:42, 30 Oct, 2016     1275
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილ უხეშ დარღვევებზე, ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან მოსყიდვის ფაქტებსა და ძალადობაზე საუბრობს. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას ძალადობის განმეორების პრევენციის მიზნით სასწრაფოდ დააკავოს და დასაჯოს გორის საკრებულოს წევრი კობა ბერიანიძე.

„გორში განსაკუთრებით დიდი კონცენტრაციაა სოფელ გარეჯვარში 50-ე უბანთან, სადაც ამ ყველაფრის კოორდინაციას ახდენს ზურაბ მურადაშვილი. ჩვენ მოვუწოდებთ შსს-ს, რომ ახლავე მიიღოს ზომები, რათა არ მოხდეს პროვოკაციები ამ უბნებთან და განსაკუთრებით დათვლის დროს არ იყოს ისეთი ტიპის პროვოკაციები, როგორიც ჩვენ ვიხილეთ 8 ოქტომბერს. ასევე მნიშვნელოვანია ოქროყანა, სადაც კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი იმყოფება. ისინი იღებენ ალკოჰოლს და აშინებენ მოსახლეობას. აქაც მივმართავთ შსს-ს, რომ მიავლინონ წარმომადგენლები, რომ არ მოხდეს რაიმე ძალადობრივი ან სხვა ტიპის დაპირისპირება. ვაზისუბანში, ისევე როგორც დიღომში რამდენიმე დამკვირვებელს არ მიეცა გადაღების საშუალება. რუსთავში დაფიქსირდა მოსყიდვის ფაქტი”- აღნიშნა ბოკუჩავამ.

როგორც ბოკუჩავა აცხადებს, გარკვეულ უბნებზე რამდენჯერმე დაფიქსირდა მარკირებიანი ადამიანების შესვლა.

„ასეთი ფაქტი დაფიქსირებულია მთაწმინდაში მე-9, მე-8 და 16-ე უბნებზე, ისევე როგორც ისანში და მარნეულში, კერძოდ მე-17 უბანზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის დაშინების მცდელობები, რომელიც ხდება უშუალოდ უბნის გარეთ და აქ ძირითადად არის კრიმინალური მენტალიტეტის ან მსგავსი ტიპის ადამიანების ჩარევით ხდება ეს დაშინებები, რომ ადამიანებს არ შეეძლოთ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შსს-ს, ასეთი ტიპის ჯგუფების დაშლა უზრუნველყოს, რომ ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ უბნებზე მისვლა” - განაცხადა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42