ახალარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას 3 ნოემბერს დაასაახელებს.
29 ოქტომბერს გამართული კენჭისყრის დროს სახალხო პარტიის ლიდერის პრემიერად არჩევას დაპირებისამებრ წინააღდმეგობა არ გაუწიეს სოციალისტებმა. მათი განცხადებით, ეს ნაბიჯი ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანისკენ იყო მიმართული. პარტიის წევრთა ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა სოციალისტების ლიდერი პედრო სანჩესი, რომელმაც თანამდებობა დატოვა და დეპურტატის მანდატზე უარი თქვა.
რახიოსთვის ეს პრემიერობის მეორე ვადა იქნება. ის კაბინეტს 2011 წელს ხელღვანელობდა. 2015 წელს კი მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.
მას შემდეგ რაც მხარეები კოალიციის შექმნაზე ვერ შეთანხმდნენ, 2016 წლის ივნისსში განმეორებითი არჩევნები დაინიშნა, თუმცა იგივე შედეგით დასრულდა.
ამ დრომდე რახოი პრემიერის მოვალოების შემსრულებელი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






