პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს
პოლიტიკა - 14:41, 30 Oct, 2016     695
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 საარჩევნო უბანია გახსნილი.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბნებზე, ასევე, გადასატანი ყუთის მეშვეობით, ხმას აძლევენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან.

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და უბანზე არცერთი საჩივარი არ დაწერილა.

„უბანი8 საათზე გაიხსნა და პირველი ამომრჩეველი 08:45 საათზე მივიღეთ. ამომრჩეველთა აქტივობა ნორმალურია, დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და საჩივრები არ გვაქვს“, - განაცხადა საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის ანნე სკათვედტის განცხადებით, შერჩეულ უბანზე ეუთო წარმოდგენილია ორი დამკვირვებლით და დაკვირვების შედეგები საბოლოო ანგარიშში იქნება ასახული.

"ორ თვეზე მეტია რაც ეუთო-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოში ვიმყოფებით. ამჟამად N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიმყოფებით, სადაც საარჩევნო პროცედურებსა და არჩევნების მიმდინარეობის პროცესს ვაკვირდებით", - განაცხადა ანნე სკათვედტმა.

გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები N9 (ერთი უბანი), N8 (ორი უბანი), N16, N17, N5 და N6 (ერთი უბანი), N15 და N19 (ერთი უბანი), N2, N3 პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42