"კომისიის თავმჯდომარემ დაიწყო ტირილი, შეიქმნა ქაოსური სიტუაცია"- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
პოლიტიკა - 14:13, 30 Oct, 2016     4784
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით ამ ეტაპზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

"ჩვენი დაკვირვებით ამ ეტაპზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ყველა ის საარჩევნო უბანი, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები იმყოფებიან, დროულად გაიხსნა.

ამ დროისთვის ჩვენ მიერ დაფიქსირდა 30-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 6 საჩივარი. მეტნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

პირველი ტურის მსგავსად, ამჯერადაც ტენდენციის სახით დაფიქსირდა საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიების (ძირითადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”) დანიშნული წევრების მიერ უარის თქმა გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე. ასეთი ფაქტები დაფიქსირდა:

  • მთაწმინდის 1.01 ოლქის მე-8 უბაზე;
  • სამგორის 13.06 ოლქის 71-ე უბანზე;
  • კრწანისის 07.04 ოლქის მე-9 უბანზე;
  • ბათუმში 69.79 ოლქის მე-10 უბანზე;
  • გორის 41.32 ოლქის 35-ე უბანზე.

ბაღდათის 51.52 ოლქის მე-13 და რუსთავის 30.20 ოლქის 24-ე უბნებზე ჩვენი დამკვირვებლები არ შეუშვეს. მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ სამკერდე ნიშანზე არ ეწერა კონკრეტულად იმ უბნის ნომერი, რომელზეც დამკვირვებელი უნდა დააკვირდეს არჩევნების მსვლელობას. საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის შედეგად დამკვირვებლები შეუშვეს უბნებზე. ამასთანავე, ზუგდიდის 65.67 ოლქის 31-ე უბანზე ჩვენს დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარე სთხოვდა ახალ სამკერდე ნიშანს, რის გამოც არ არეგისტრირებდნენ ჩანაწერთა წიგნში.

ბათუმში 69.79 ოლქის 65-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთის ზედამხედველი აგიტაციას ეწეოდა. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ დროებით ჩაანაცვლა კომისიის ეს წევრი.

მარნეულის 36.22 ოლქის 27-ე უბანზე ვადაგასული პირადობის მოწმობით მიაცემინეს ხმა.

მარნეულის 36.22 ოლქის მე-18 უბანზე 8-დან 9 საათამდე დამკვირვებლებს არამართლზომიერად უზღუდავდნენ უფლებებს, სთხოვდნენ კანონით გაუთვალისწინებელ დისტანციის დაცვას, კომისიის წევრები აგრესიულად იყვნენ განწყობილები დამკვირვებლების მიმართ. ამავე უბანზე 8 საათისკენ იმყოფებოდნენ არაუფლობემოსილი პირები, რომლებსაც კომისიის თავმჯდომარემ დაატოვებინა უბანი, რამაც გამოიწვია მცირე სიტყვიერი დაპირისპირება.

მცხეთის 37.27 ოლქის 44-ე უბანზე „მონიტორინგის ცენტრი-მედიატორის" დამკვირვებელი ამომრჩევლებს ეკითხებოდა სახელს, გვარს, პირად ნომერს და დაბადების თარიღს. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ გააძევა დამკვირვებელი უბნიდან.

თბილისში 18.09 ოლქის 32-ე უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც კომისიის თავმჯდომარემ დაიწყო ტირილი, შეიქმნა ქაოსური სიტუაცია, კომისიის წევრები ვეღარ ახერხებდნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას. ჩვენმა დამკვირვებელმა და ცესკოს წარმომადგენელმა პარტიის წამომადგენელს მიუთითეს, რომ მსგავსი ქმედების გაგრძელების შემთხვევაში გამოუძახებდნენ პოლიციას. ამ ეტაპისთვის პრობლემა აღმოფხვრილია.

საგარეჯოს 23.11 ოლქის 38-ე უბანზე გადასატანი ყუთი მიიტანეს მითითებულ მისამართზე, მაგრამ ხმა არ მიაცემინეს ამომრჩეველს, რადგანაც ჩათვალეს, რომ ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ეს ყუთი კომისიის წევრებმა დააბრუნეს უბანზე, მაგრამ ჩვენი მითითების შემდეგ კვლავ უკან წაიღეს, თუმცა იმ ამომრჩეველს ხმა მაინც არ მიაცემინეს. ამის შემდეგ ამომრჩეველი თავისით მივიდა უბანზე და არც იქ მიაცემინეს ხმა რადგან გადასატანი ყუთის სიაში იყო რეგისტრირებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2016 წლის 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 250 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 197 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებული. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 28 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს კიდევ ერთ პრესკონფერენციას გამართავს 19:30-ზე, რომელზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 31 ოქტომბერს 11:30-ზე წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებით განცხადებებიც"- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42