"ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი კუთხის რეგიონის განვითარებას, და უკეთეს მომავალს. ჩვენ პირველ ტურშიც გამარჯვებულები ვიყავით და დღესაც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ედიშერ თოლორაიამ.
22 ოქტომბერს ამ ოლქის სამ უბანზე პირველი ტურის განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა, სადაც უპირატესობა “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ედიშერ თოლორაიამ მოიპოვა, თუმცა ამ ოლქის მაჟორირატის გამოსავლენად მეორე ტურის გამართვა მაინც საჭირო გახდა.
ცესკოს ოფიციალური ინფორმაციით, სანდრა რულოვსმა ამომრჩევლის 45,17% - ის მხარდაჭერა მიიღო. 47,39 % -ით უპირატესობა კი ედიშერ თოლორაიამ მოიპოვა.
რულოვსმა კი განაცხადა, რომ გამარჯვება “ქართულმა ოცნებამ მოიპარა”. ენმ-ს სიის მეორე ნომერი თვლის, რომ მეორე ტურში მონაწილეობის მიღება შეურაცხმყოფელი იქნებოდა.
რულოვსი სამეგრელოში 22 ოქტომბერს დაფიქსირდა და მას შემდეგ არავის უნახავს. არსებული ინფორმაციით რულოვსმა საქართველო დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






