გიორგი მარგველაშვილმა პრემიის ნომინანტებსა და ჟიურის წევრებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისათვის.
"მიხარია, რომ იმას რაც ზურამ დაიწყო მისი მეუღლე აგრძელებს და რომ ასეთი კარგი, მრავალფეროვანი და ემოციური პროცესი შექმენა.
მადლობა ჟიურის, რომ ამაში მონაწილეობთ და ყველა ნომინანტს გილოცავთ დღევანდელ დღეს "-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა
,,წინანდლის პრემიის” დარგობრივმა კომისიებმა თითოეულ დარგში გამოავლინეს 3-3 ნომინანტი შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მუსიკა, მხატვრული ლიტერატურა-პოეზია, მხატვრული ლიტერატურა-პროზა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები.
"წინანდლის პრემია" ზურაბ ჟვანიას ინიციატივით 1999 წელს დაარსდა. პრემია ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს წლის მანძილზე განხორციელებული პროექტებისათვის ენიჭება და ახალგაზრდების წახალისებასა და საზოგადოებისათვის თანამედროვე ნამუშევრების წარდგენას ემსახურება.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






