„პარლამენტის თბილისში გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში. საშუალება არის, რომ საკომიტეტო მუშაობა თბილისში, უკვე განახლებულ პარლამენტის შენობაში გაიმართოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირი პრობლემას არ ქმნის. ეს საკითხი არ უნდა იყოს აქტივიზებული რამდენიმე წელიწადში, თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად უნდა იქნას ძალიან აქტიურად განხილული ქუთაისის მოსახლეობასთან ეს საკითხი და მიღებული მათგან თანხმობა. ქუთაისში ჩვენ იმხელა გეგმები გვაქვს, რომ შეიძლება 5-10 წლის შემდეგ ვერავინ შეამჩნიოს, არის თუ არა იქ პარლამენტი. მოხდება ქუთაისის ძალიან აქტიური განვითარება. ეს არის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავისი სტუდენტური ქალაქით, ეს არის ქუთაისის შემაერთებელი გზები ჩრდილოეთ, სამხრეთ საქართველოსთან და სვანეთთან დამაკავშირებელი გზა.“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






