“ 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსის მქონე ახალი ტიპის პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც პოლიტიკურ-გენეტიკურ კოდში ექნება მრავალპარტიულობის აუცილებლობა და არა მისი მიუღებლობა, შეცვლადობა და არა შეუცვლელობა, ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა.
მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ფეხზე მყარად ის, რაც მართლაც ერთადერთი და შეუცვლელია - ქართული სახელმწიფო, რომელიც ჩვენს სამშობლოს სათანადოდ უპატრონებს. ფაქტია, რომ ევროპულ სახელმწიფომდე და კეთილდღეობამდე ვერ მიგვიყვანენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ვერც სახელმწიფოსთან შეზრდილი ბიუროკრატიული კონგლომერატები, ვერც ერთად ჩადენილი პოლიტიკური ცოდვების გამო კონსოლიდირებული ჯგუფები და ვერც მომცრო პოლიტიკური სამეგობროები შესაბამისი მომცრო ელექტორატით.”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






