არჩევნებზე პედაგოგებისა და საჯარო მოხელეების საარჩევნო ნების სავარაუდო კონტროლის ფაქტს საია გამოეხმაურა
პოლიტიკა - 17:24, 29 Oct, 2016     1599

ამომრჩევლის ნებაზე სავარაუდო კონტროლის ფაქტს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაცია გამოეხმაურა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფაქტი შეესაბამება რეალობას, საქმე გვექნება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან.

„საიას მონიტორებისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისსა და რეგიონებში საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებსა და საჯარო მოხელეებს მიცემული აქვთ მითითება, რომ ხვალ კენჭისყრის უბანში მისვლისას და მათ მიერ არჩევანის გაკეთებისას ბიულეტენში არჩევანი განსხვავებული ფორმით დააფიქსირონ. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტის ნომერი შემოხაზონ ოთხკუთხედი ფორმით და პარალელურად განახორციელონ მათ მიერ დაფიქსირებული არჩევანის ფოტო გადაღება.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფაქტი შეესაბამება რეალობას, საქმე გვექნება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან. კერძოდ, საარჩევნო კოდექსით აკრძალულია:

• ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე;

• ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის კაბინაში.

მოვუწოდებთ:

საარჩევნო სუბიექტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს:

- არ დაუშვან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც აღქმული იქნება, როგორც კონტროლი ამომრჩევლის ნებაზე.

ამომრჩევლებს:

- არჩევანის დაფიქსირებისას ნება თავისუფლად გამოავლინონ და არ დაარღვიონ საარჩევნო კანონმდებლობა კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოებით.

- ზეწოლის შემთხვევაში მოგვმართონ საიას თბილისისა და რეგიონულ ოფისებში: ბათუმში, ქუთაისში, გორში, დუშეთში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდსა და ოზურგეთში.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42