საიას საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს
პოლიტიკა - 16:25, 29 Oct, 2016     1241
პირველ ტურსა და განმეორებით არჩევნებზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების და პრობლემების საფუძველზე, საია რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის სუბიექტებს და მოუწოდებს, მიიღონ ყველა გონივრული და შესაბამისი ზომა, რათა ხელი შეუწყონ არჩევნების მეორე ტურის უფრო მაღალი ხარისხით და უკეთეს გარემოში ჩატარებას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს დაკვირვებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე.

პირველ ტურსა და განმეორებით არჩევნებზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების და პრობლემების საფუძველზე, საია რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის სუბიექტებს და მოუწოდებს, მიიღონ ყველა გონივრული და შესაბამისი ზომა, რათა ხელი შეუწყონ არჩევნების მეორე ტურის უფრო მაღალი ხარისხით და უკეთეს გარემოში ჩატარებას.

კერძოდ, მივმართავთ:

საარჩევნო ადმინისტრაციას:

- იმოქმედონ კანონით დადგენილი წესების და პროცედურების განუხრელი დაცვით, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად ხელი შეუწყონ და უზრუნველყონ ამომრჩევლის მიერ ნების თავისუფალი გამოხატვა;

- უზრუნველყონ უსაფრთხო და სათანადო სამუშაო პირობები დამკვირვებელთათვის;

- საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დაწერილ საჩივრების განხილვის დროს უზრუნველყონ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება კანონის მოთხოვნების დაცვით; მათ შორის, საჩივარში ასახული დარღვევების დეტალური შესწავლა, მტკიცებულებათა ჯეროვანი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება; დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომების გამოყენება; ზემდგომმა ადმინისტრაციებმა პროაქტიულად შეისწავლონ ინფორმაცია დაფიქსირებული დარღვევების შესახებ და მიიღონ შესაბამისი ზომები;

- ცესკომ უზრუნველყოს უბნებიდან შემოსული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლების ცესკოს ვებ გვერდზე დაუყოვნებლივი განთავსება, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად;

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

- თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოს მშვიდობიანი საარჩევნო გარემო, დაიცვას საარჩევნო პროცესი და მასში მონაწილე სუბიექტები ძალადობის და უკანონო მოქმედებებისაგან.

საარჩევნო სუბიექტებს:

- განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან, ასევე ისეთი განცხადებებისგან, რომელიც წაახალისებს ან შეიწყნარებს ამგვარ ინციდენტებს.

- თავი შეიკანონ იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებისგან, რომელიც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიის აქტივისტებისა და კოორდინატორების მობილიზებაში გამოიხატება, რაც რიგ შემთხვევებში წარმოადგენს ამომრჩევლის ნებაზე ირიბი ზეგავლენის მოხდენას.

სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს:

- უზრუნველყონ თავიანთი წარმომადგენლების კანონშესაბამისი და ეთიკური ქცევა საარჩევნო პროცესზე დაკვირვების დროს, იმოქმედონ კანონით მათთვის დადგენილი მანდატის ფარგლებში.

სასამართლო ხელისუფლებას:

საარჩევნო დავების განხილვის დროს უზრუნველყონ კანონის მართებული განმარტება და გამოყენება, მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილებები და უზრუნველყონ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განხორციელება.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42