მოდით არჩევნებზე და ყველამ ერთად დავიცვათ ქვეყანა ერთპარტიული მომავლისგან- დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 15:53, 29 Oct, 2016     2299
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ ხცალ დაგეგმილ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა და ამომრჩეველს მეორე ტურზე მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ბაქრაძის თქმით ხვალინდელი დღე მნიშვნელოვანია და პოზიციათა სხვადასხვაობის მიუხედავად, ყველა უნდა ეცადოს, რომ ქვეყანას ერთპარტიული მომავალი ააცილოს თავიდან.

"ხვალ განისაზღვრება არა ის, რომელი მაჟორიტარები დაიკავებენ ადგილს პარლამენტში, არამედ ხვალინდელი კენჭისყრა განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა საქართველოში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა 4 წლის განმავლობაში. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვეტილება, ებრძოლა მეორე ტურებში. ვიცით, რომ ეს არის ძალიან მძიმე და უთანაბრო ბრძოლა, სადაც ხელისუფლება იყენებს ყველანაირ რესურსს, მაგრამ არ ვაპირებთ, ქართულ ოცნებას 45 ადგილი ვაჩუქოთ. არ ვაპირებთ, ამ ქვეყანაში უბრძოლველად დავამკვიდროთ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა, ამიტომ შევედით ამ ბრძოლაში და გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის იმედი. მინდა, მივმართო თითოეულ თქვენგანს - მოდით არჩევნებზე და ყველამ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ერთპარტიული, ერთპიროვნული მომავლისგან. მინდა, მივმართო ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომელიც დღემდე არ უჭერდა მხარს ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც გააჩნია პრეტენზია თუ უკმაყოფილება ჩვენს წარსულთან ან აწმყოსთან დაკავშირებით (ხშირად თუნდაც სამართლიანი უკმაყოფილება), ხვალინდელი დღე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მებისმიერი განსხვავება ან პოზიციათა სხვაობა, ხვალინდელი დღე არის ის დღე, როცა ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ყველამ ერთად ავიცილოთ თავიდან ამ ქვეყნის ერთპარტიული მომავალი.იმედია ის ადამიანები, ვინც მხარს არ უჭერდა ენმ-ს, მაგრამ მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას და აშინებს საქართველოში ერთპარტიული მომავალი, მოვლენ და დააფქსირებენ საკუთარ არჩევანს."- განაცხადა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა წინასაარჩევნო ზეწოლებზეც ისაუბრა:

"მათ აშინებენ ყველაფრით, აშინებენ იმით, რომ ზამთრის წინ არ მისცემენ შეშის ბარათებს და არ ექნებათ შეშა, აშინებენ იმით, რომ ჩაუჭრიან დენს და არ ექნებათ ელექტროენერგია, აშინებენ სოციალურების მოხსნით და სამსახურების დაკარგვით. მინდა, მივმართო თითოეულ ასეთ ოჯახს - ნუ გეშინიათ, არ არსებობს ხელისუფლება, რომლიც დაუპირისპირდება ნახევარ მილიონზე მეტ საკუთარ მოქალაქეს, ეს არის მათი შიში და სწორედ საკუთარი შიშის გამო ცდილობენ თქვენს დაშინებას, ნუ მისცემთ მათ საშუალებას, წაგართვან უკეთესი მომავალი, მობრძანდით და მიეცით ხმა.და ბოლოს, მინდა მივმართო იმ 500 000 მხარდამჭერს, რომელმაც მიუხედავად ზეწოლისა, გმირულად გაბედა, მოვიდა და მისცა ხმა ენმ-ს პირველ ტურში. თქვენ ბრძანდებით ჩვენი თანამებრძოლები, თანაგუნდელები, თქვენ საკუთარი რწმენა გამოატარეთ ურთულეს წლებში, გვჯერა, ხვალ მოხვალთ და ხმას მისცემთ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს, იმიტომ, რომ ამას აკეთებდით ამ წლების განმავლობაში და იმიტომ, რომ ხვალინდელი დღე არის საფუძველი ჩვენი მომავალი გამარჯვებების. მჯერა თქვენი და მჯერა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ბევრი ადამიანი, ვინც ხვალ გადაწყვეტილებას მიიღებს პასუხისმგებლობის, ქვეყნის ინტერესების და მომავლის გრძნობიდან გამომდინარე. ყველას გელით არჩევნების მეორე ტურზე" - აღნიშნა ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42