იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში მცხოვრებ დევნილებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ
პოლიტიკა - 13:43, 29 Oct, 2016     1727
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხონის, თერჯოლის, წყალტუბოს, ვანის, სენაკის, აბაშის, ხობისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 21 დევნილ ოჯახს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის მოტობლოკები გადაეცა.


დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, მიმდინარე წელს, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში კონკურსში გამარჯვებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „აფხაზინტერკონტი“ მიმდინარე წლის ივნისიდან პროექტის - „სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივები, ახალი შესაძლებლობები, კონსტრუქციული და მდგრადი გარემო დევნილთათვის” განხორციელება დაიწყო.

პროექტის მიზანს დევნილთა შემოსავლების გაზრდა, განსახლების ადგილებზე სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია და სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენდა.

პროექტის პრიორიტეტულ სამიზნე სეგმენტს გრძელვადიანი განსახლების პროგრამის (მათ შორის, „სოფლად სახლის“ პროექტის) ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი დევნილები წარმოადგენდნენ.

პროექტით გათვალისწინებული იყო ბენეფიციართა 30%-იანი თანამონაწილეობით შემდეგი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა:

• მიკროგრანტები სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერაში;

• სასოფლო-სამეურნეო იარაღების შესყიდვა;

• სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/მექანიზაციის შესყიდვა;

• თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა.

პროექტის ბიუჯეტი შემდეგნაირად გადანაწილდა: იმერეთი - 75 000 ლარი (70 ბენეფიციარი), სამეგრელო-ზემო სვანეთი - 100 000 (90 ბენეფიციარი).

საგრანტო პროგრამის ტექნიკურ მხარდაჭერას სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახორციელებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42