დასკვნაში აქცენტი პირველი ტურის დროს მომხდარ დარღვევებსა და გადაცდომებზეა გაკეთებული. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, IRI-ის დამკვირვებლებმა საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებთან მყოფი მოქალაქეების ჯგუფები შენიშნეს, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები. დამკვირვებლების აზრით, მათი უბნებზე ყოფნა ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭიდილებას ტოვებდა და რამოდენიმე ამომრჩეველს ხმის მიცემასთან დაკავშირებით აზრს აცვლევინებდა.
”როდესაც ორგანიზაციის დამკვირვებლები მიმართავდნენ უბანთან არსებულ მოქალაქეების ჯგუფს, თუ რა იყო მათი იქ ყოფნის მიზეზი, ისინი პასუხობდნენ, რომ არჩევნები საზოგადო ღონისძებაა და მეზობლები უბრალოდ შეიკრიბნენ. მათი პასუხების სიზუსტის გადამოწმება ვერ ხდებოდა, თუმცა წარმოდგენა იქმნებოდა, რომ მსგავსი ჯგუფები უსაფრთხოების სამსახურთან იყვნენ კავშირში. ეს დაკვირვება განმტკიცებული იყო სხვადასხვა პოლიტიკური წარმომადგენლის მხრიდან მთელი ქვეყნის მაშტაბით, რომ მსგავსი ქმედება სახელისუფლო ძალის მიერ იქნა გამოყენებული ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით”, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, საუბარია მარნეულის ინციდენტზეც, დასკვნაში აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, მარნეულში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები პოლიციამ ძალის გადამეტებით დააკავა".
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, მათი მხარდამჭერების დასაკავებლად პოლიციის გადამეტებული ძალა იყო გამოყენებული და მათ ძალის გამოყენებით შეანგრიეს კარი მაშინ, როდესაც პოლიციას შეეძლო გაეგზავნა შეტყობინება ეჭვმიტანილთა დაკითხვის მიზნით. მათი დაკავების შემდეგ, როგორც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, დაკავებულ პირებს აიძულებდნენ, რომ ეღიარებინათ 8 ოქტომბერს, მარნეულში საარჩევნო პროცესის ჩაშლა. 6 დაკავებული პირიდან ოთხს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და არასათანადოდ მოეპყრნენ. ეჭვმიტანილები აცხადებენ, რომ მათ მიმართ გამოყენებული ძალადობა და დაკითხვის დროს არასათანადო მოპყრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია”, - აღნიშნულია ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიში რეკომენდაციებსაც მოიცავს და აღნიშნულია, რომ საარჩევნო კომისიებმა უნდა იმუშაონ მეტი რათა გაზარდონ ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა უზრუნველყონ მშვიდობიანი, ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დამყარებული საარჩევნო გარემო. თანამდებობის პირებმა უნდა განასხვაონ თავიანთი საჯარო და პოლიტიკური როლები. რაც შეეხება სამართალდამცავების როლს, დამკვირვებლების რეკომენდაციაა, რომ უნდა გაიმიჯნოს და იყოს მიუკერძოებელი საარჩევნო საქმიანობის მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები






