“თქვენო აღმატებულებავ,
მინდა გულითადად მოგილოცოთ თურქეთის რესპუბლიკის 93-ე წლისთავი!
მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მეგობრული ურთიერთობისა და მჭიდროთანამშრომლობის განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პარტნიორობის გაღრმავებაში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, წარმატებას მოგვიტანს ჩვენი ერების ურთიერთსასარგებლოდ.
ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდეჭერისათვის
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები მეგობარი თურქი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - აღნიშნულია საქართველოსპრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






