ქართველი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდნენ
პოლიტიკა - 10:27, 29 Oct, 2016     16593

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. ქართველ სამხედროებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი ალექსევკის აეროპორტში დახვდნენ. თავდაცვის მინისტრმა და ამერიკის ელჩმა სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება მიულოცეს და სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. სამშობლოში დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკის აეროდრომში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერლები ვლადიმერ ჩაჩიბაია და გიორგი სურმავა, ასევე თავდაცვის უწყების მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო პირები დახვდნენ. „ჩემო ძმებო, კიდევ ერთხელ დიდი სიყვრულით, ძალიან დიდი ემოციით გხვდებით. გელოდით და ბედნიერი ვარ რომ ყველა უსაფრთხოდ და მშვიდობით დაბრუნდა სახლში. გილოცავთ მშვიდობიანად დაბრუნებას. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ძმები ვართ და მე თქვენს გვერდით ვდგავარ. საქართველოს სახელით, თითოეული ჯარისკაცის სახელით, ყველა ქართველის სახელით დიდი მადლობა იმ შრომისთვის, იმ ღვაწლისთვის და იმ თავდადებისთვის რასაც თქვენ ეწევით თქვენი ქვეყნისთვის. უღრმესი მადლობა და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

52-ე ბატალიონი როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში იყვნენ ჩართულნი. ეროვნული გვარდიის ოცეული "ბაგრამის საავიაციო ბაზის" სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდა. 52-ე ბატალიონის მთავარი ამოცანა კი, „ბაგრამის საავიაციო ბაზის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. რაც შეეხება 42-ე ბატალიონის ალფა ასეულს, ის სამშვიდობო მისიას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 6 თვის განმავლობაში ასრულებდა. 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეული ავღანეთში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის დაცვა იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42