უწყების პრესსამსახურის ცნობით, თურქული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას თურქული ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ.
"შემოსავლების სამსახური უარყოფს თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქეთის ტერიტორიაზე აღკვეთილი ტერაქტის შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას არც თურქული მხარე ადასტურებს. ამ ეტაპზე სარფის გამშვებ საბაჟო პუნტქში სიმშვიდეა. თქვენ იცით, თურქეთის საპასპორტო სისტემაში წარმოქმნილი ხარვეზის გამო შექმნილია საგანგებო სიტუაცია, გადაადგილება თურქეთის მიმართულებით შეზღუდულია. შესაბამისად შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრები თურქ კოლეგებთან ერთად ძალისხმევას არ იშურებენ, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა დროულად მოხერხდეს"- აღნიშნეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სარფში თურქულ მხარეს, ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღკვეთეს თურქულმა მედიამ დღეს გაავრცელა, მათივე ცნობით მამაკაცი, რომელიც ბომბის აფეთქებას ცდილობდა გაუვნებელყოფილია.
სარფის საბაჟო ორი დღეა შეფერხებით მუშაობს. საქართველოს მოქალაქეები ვერც თურქეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან და ვერც თურქეთის მიმართულებით გამგზავრებას ვერ ახერხებენ. თურქული მხარე სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები






