,,კრწანისის“ სამხედრო ბაზის ინციდენტი - თინა ხიდაშელი ბაზების დაუცველობაზე საუბრობს
პოლიტიკა - 19:05, 28 Oct, 2016     2952
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "კრწანისის" ინციდენტთან დაკავშირებით მოქმედი მინისტრის განცხადებები გააკრიტიკა და თქვა, რომ ლევან იზორიამ "მეორე დილასვე რეცეპტი გამოწერა, დასკვნაც დაწერა".
„არ მინდა დავემსგავსო დღევანდელ თავდაცვის მინისტრს, რომელმაც მეორე დილითვე, რეცეპტი გამოწერა, დასკვნაც დაწერა. კი იძახდა გამოძიება მიმდინარეობსო, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი დეტალურად მოგვიყვა, თითქოს ის ადგილზე იმყოფებოდა და თავისი თვალით ჰქონდა ნანახი. მას ალბათ არ ახსოვს ის ამბები, ასე ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებები მერე როგორ მთავრდებოდა ხოლმე. ამიტომ მე ნამდვილად დაველოდები გამოძიებას. სამწუხაროდ, რაც დღემდე მოვისმინეთ, იმდენად წინააღმდეგობრივია, იმდენი რამაა ერთმანეთთან შეუსაბამო და ურთიერთგამომრიცხავი, რომ ძალიან რთულია გაჰყვე ამ ვერსიას. ამას კიდევ უფრო ამძაფრებს ის განცხადება, რომელიც პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ. ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელი იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრი გვეუბნება რომ მან ყველაფერი გაარკვია, კითხვები არ აქვს და კითხვებს აღარ მიიღებს. გამომრჩა ის მომენტი, როდესაც ეტყობა პრემიერ-მინისტრისგან რომ უნდა ვითხოვოთ ნებართვა, კითხვები დავსვათ თუ არა ამა თუ იმ საკითხზე. თუ ყველამ ყველაფერი იცის, მაშინ რატომ ატარებენ გამოძიებას, გამოვიდნენ და მოგვიყვნენ, დააკავონ ადამიანები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები, საზოგადოებას საბრალდებო დასკვნა გააცნონ და საქმე სასამართლოში წაიღონ. ასე საუბარი არ შეიძლება, როდესაც საქმე ერთი მხრივ ადამიანის სიცოცხლეს ეხება და მეორე მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვან ღირებულებას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო ობიექტის დაცვას“ - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

მისი თქმით, ის კომენტარისგან თავს შეიკავებს და გამოძიების დასრულებას დაელოდება. ის ვარაუდობს, რომ კრწანისის ინცინდენტი შესაძლოა ყოფილიყო სტანდარტული კრიმინალური შემთხვევა.

"გამომდინარე იქიდან, რაც მოვისმინეთ როგორც იურისტმა შემიძლია ვივარაუდო რომ არის ის, რომ უფრო ჩვეულებრივი, სტანდარტული კრიმინალური მდგომარეობაა და არა რაიმე უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა, მაგრამ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ყველაზე მთავარია, გავაანალიზოთ ის განცხადებები. ვისურვებდი, რომ ამ ქვეყანში არასოდეს იყვნენ ხელისუფლებაში ხალხი, როდესაც 2 საათში დეტალურად მოგვიყვებიან ამბავს, შეეცდებიან საზოგადოებას მიასაღონ საკუთარი ვერსია, დღეები რომ გადის, იმ ვერსიაში თავადვე შეიტანონ ცვლილებები,"- აღნიშნა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმით, ბევრ ბაზაზე უსაფრთხოების ზომები ძალიან ხშირად ირღვევა მეცხვარეების მიერ.

"მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სამხედრო ობიექტების უდიდესი ნაწილი შემოღობილიც კი არ არის, რა ბაზაზე შეღწევაზე ვლაპარაკობთ,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42