"2020 წლისთვის საქართველოს C ჰეპატიტის პრობლემა არ ექნება"- კახი კალაძე
პოლიტიკა - 18:07, 28 Oct, 2016     1437
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის კახი კალაძის განცხადებით, 4 წლის თავზე, 2020 წლისთვის პირდება საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს, რომ საქართველოში არ გვეყოლება არც ერთი ადამიანი, ვისაც C ჰეპატიტის პრობლემა ექნება.

„ისინი სრულიად ჯანმრთელი, სრულიად ჯანსაღი დაუბრუნდებიან თავიან ოჯახებს და საზოგადოებას“,-აღნიშნა კალაძემ.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა განათლების საკითხებზეც. „ჩვენი მთავრობვისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა განათლება. მე მახსოვს, 2012 წელს თქვენთან, ერთად როდესაც ვატარებდი წინასაარჩევნო კამპანიას, თუ რა მდგომარეობა იყო სოფლებში სწორედ განათლების მიმართულებით - ახალგაზრდა ქალბატონები, ახალგაზრდა დედები თვალცრემლიანი მხვდებოდნენ, ახლოვდებოდა სექტემბერი, უნდა დაწყებულიყო სასწავლო წელი და ელემენტარული იმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ თავინათი შვილებისთვის სახელმძღვანელოები ეყიდათ, რადგან ამისთვის საჭირო იყო ორასი, სამასი ლარი. თუ ოჯახში ორი, სამი შვილი იყო, ეს კიდევ დამატებითი პრობლემები იყო მათთვის. ვიყოთ გულწრფელები, ოჯახებს უწევდათ საქონლის, პირუტყვის გაყიდვა, რათა თავიანთი შვილებისთვის, თავიანთი პატარებისთვის ეყიდათ სახელმძღვანელოები. 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ეს პრობლემა საერთოდ მოვხსენით. დღეს, როდესაც ჩვენი შვილები მიდიან სკოლებში, მათ სახელმძღვანელოები სრულიად უფასოდ ხვდებათ მერხებზე. ეს, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენთის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება ყოველგვარი პრობლემების გარეშე“,-განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42