კახა კახიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 17:20, 28 Oct, 2016     1211
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა.

შეხვედრაზე ევროკავშირისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივი პროექტები და სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებული რეფორმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ახალ პროექტზე, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდება და სასჯელაღსრულების სისტემის განვითარების მხარდაჭერას გულისხმობს.

კახა კახიშვილის განცხადებით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებისა და მოდერნიზაციის პროცესში ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მინისტრმა ელჩს თანამშრომლობის, ასევე, ქვეყნის დემოკრატიზაციის, ევროინტეგრაციისა და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კახიშვილის თქმით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მთავარ ამოცანას რეფორმების შედეგად დამკვიდრებული დადებითი ტენდენციის შეუქცევადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაშიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და ჩართულობა განსაკუთრებულია.

„საქართველოში ევროკავშირის ელჩთან და პროგრამების ხელმძღვანელთან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ახალი პროექტის შესახებ, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსდა. პროექტის შედეგად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ევროკავშირის ტექნიკური ჯგუფის დახმარებით, იმ რეფორმების გატარებას გააგრძელებს, რომელიც ევროპულ სტანდარტებამდე მიგვიყვანს. გარდა ამისა, შევაფასეთ უკვე განხორციელებული პროექტებიც, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

იანოშ ჰერმანის თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებთ. მისი განცხადებით, საქართველოს ევროპული არჩევანი მხოლოდ არჩევანი არ არის და პრაქტიკაში განხორციელებული კურსია.

„ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა საქართველოს არჩევანი და გადაწყვეტილებაა. ჩვენი მოვალეობაა ამ პროცესში ქვეყანას დახმარება აღმოვუჩინოთ. ევროკავშირი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2 მლნ ევროზე მეტს გამოუყოფს, რომელიც სისტემის განვითარებას მოხმარდება. ამასთან, სასჯელაღსრულების უწყება იქნება ევროკავშირის მიერ საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით დაწყებული ახალი პროექტის ნაწილი“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციისა და პრობაციის სისტემების ჩამოყალიბების მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ევროკავშირის ახალი პროექტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რეფორმირების პროცესში, კონკრეტულად გათვალისწინებულია მხარდაჭერა სტრატეგიების დაგეგმვისა და კონსოლიდაციის, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღალების, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრირების, პატიმართა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სერვისების გაფართოების და პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების დანერგვის კუთხით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42