"ენმ-ს გვერდით ვდგავართ კანონის უზენაესობის დაცვაში, ზეწოლა ოპოზიციის მხარდამჭერებზე მიუღებელია"- დოული
პოლიტიკა - 16:53, 28 Oct, 2016     1668

ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოში არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიანად ჩატარებისთვის და კიდევ ერთხელ გამოხატავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას.

ევროპის სახალხო პარტია (EPP) ყურადღებით ადევნებდა თვალს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს, რომელიც 8 ოქტომბერს ჩატარდა. 30 ოქტომბერს დანიშნული მეორე ტურის წინ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოულმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

“კვირას ქართველ ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მშვიდობიან გარემოში მისცეს ხმა. ძალადობას, დაშინებას, დარღვევებს და გაყალბებას არ აქვს ადგილი დემოკრატიულ არჩევნებზე. პირველი ტურის დროს იყო ინფორმაცია გარკვეულ ინციდენტებზე; ეს არ შეიძლება განმეორდეს მეორე ტურშიც. ზეწოლა ოპოზიციის მხარდამჭერებზე და ამომრჩეველზე მიუღებელია; ეს არის დემოკრატიული სტანდარტების და პოლიტიკური წესიერების ნორმების დაცვის საკითხი. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნები 30 ოქტომბერს, და მე ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ თავი შეიკავონ ძალადობისგან. პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად მოდის ასევე დემოკრატიული წესების პატივისცემის პასუხისმგებლობაც. სრულყოფილი დემოკრატია გულისხმობს ოპოზიციის უფლებებს და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას.”

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას მეორე ტურში და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესახებ, რომელიც გააჟღერა პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

“ძლიერი დემოკრატიული ოპოზიცია აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. საქმე ეხება პლურალიზმს საქართველოში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პასუხისმგებელია მისი ამომრჩეველის და საქართველოს ყველა მოქალაქის წინაშე, რათა იყოს ძლიერი ოპოზიცია და გააკონტროლოს მთავრობა,” განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა.

ჯოზეფ დოულმა კიდევ ერთხელ გამოხატა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა არჩევნების დღის წინ:

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევას საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით, და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გვერდით ვდგავართ კანონის უზენაესობის დაცვაში, მედიის პლურალიზმისთვის ბრძოლაში, და მის ძალისხმევაში ებრძოლოს კორუფციას საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით. ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და წარმატებას პარტიის ყველა კანდიდატს.”-განაცხადა ჯოზეფ დოულმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42