,,აშშ-სთან ერთად მომავალი წლიდან იწყება საქართველოს მზადყოფნის პროგრამა“ - იზორია
პოლიტიკა - 15:47, 28 Oct, 2016     2298
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 9 წელი შეუსრულდა. საზეიმო ღონისძიება გორში, ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. 9 წლის იუბილე ბრიგადის პირად შემადგენლობას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს.


„გორი, თქვენი დისლოკაციის ადგილი თვქენთვის არის გამძაფრებული მოგონება იმ ომისა, რომელიც ახლო წარსულში იყო აქ, მაგრამ ამასთან ერთად არის გამძაფრებული პასუხისმგებლობა იმისა, რაც ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებას უკავშირდება.

ჩვენ ახლო მომავალში საზოგადოების წინაშე წავრსდგებით სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტით, სადაც მთავარი მიზანი სწორედ თქვენი, ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება იქნება. იქ გაწერილი მიმართულებები ემსახურება ჩვენი ქვეყნის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლებას.

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან ერთად მომავალი წლიდან იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. კერძოდ, საქართველოს მზადყოფნის პროგრამა და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახლავთ ის რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიყოთ მუდმივ წვრთნებისა და მუდმივი მომზადების რეჟიმში. ჩვენთვის პრიორიტეტი არამხოლოდ ამ მოზმადების სათანადო დონის მიღწევა იქნება, არამედ მისი შენარჩუნება, რათა ეს იყოს სტაბილური საფუძველი ჩვენი მდგრადი განვითარების მომავალში. ასე რომ ინსტიტუციონალურ მდგრადობას ექნება ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად ჩვენ ყველა ამ ამბიციურ გეგმას ღირსეულად განვახორციელებთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

V ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით 3 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის, გენერალური შტაბის უფროსმა და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა უწყებრივი მედლით, „სამშობლოსათვის თავდადებული“ 9 სამხედრო დააჯილდოვეს. V ქვეითი ბრიგადის მეთაურმა კი, მადლობის სიგელები 8 სამხედრო მოსამსახურეს გადასცა და მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის 47 ჯარისკაცს მადლობა გამოუცხადა.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ბრიგადაში არსებული სამხედრო ჯავშან-ტექნიკის და შეიარაღების გამოფენა მოეწყო. სამხედროებმა სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებებიც გამართეს. ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მოწვეულ სტუმრებისთვის კონცერტიც გაიმართა.
V ქვეითი ბრიგადის დაარსების მე-9 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თავდაცვის მინისტრმა წმინდა მეფეების, არჩილის და ლუარსაბის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან იზორიამ და მოწვეულმა სტუმრებმა ტაძრის ტერიტორიაზე იფანის ჯიშის ხეები დარგეს.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სარდლები, ბრიგადების მეთაურები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.

V ქვეითი ბრიგადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2007 წლის 22 ოქტომბრის №895 ბრძანებით, დაბა ხელვაჩაურში ჩამოყალიბდა. 2009 წლის 19 ნოემბრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, მე-5 ქვეითი ბრიგადა დისლოცირებულია ქ. გორში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42