ფუნქციადაკარგული მანდატურები - ,,რაც სკოლებში ხდება, განათლების უწყების მავნებლობის შედეგია“
პოლიტიკა - 15:19, 28 Oct, 2016     1852
რა ხდება სკოლებში და რატომ ნადგურდება მანდატურის სისტემა, რომელიც საჯარო სკოლები უაფრთხოებას და წესრიგის დაცვას უზრუნველყოფდა. ამის შესაებ განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საუბრობს.

,,პირად inbox-ში ვიღებ ძალიან ბევრ წერილს მშობლებისგან, რომ საჯარო სკოლებში უსაფრთხოება არის მკვეთრად გაუარესებული, ჩხუბები, ფულის გამოძალვა, ბულინგი, სიგარეტის მოწევა გახდა სკოლების ყოველდღიური რეალობა. მშობლები არიან გაოგნებულები თუ რა მალე ჩამოიშალა მანდატურების სისტემა და ხაზს უსვამენ, რომ უმრავლეს შემთხვევებში მანდატურები არც რეაგირებენ დარღვევებზე და ძალადობაზე. ბატონებო და ქალბატონებო, მანდატურის სისტემა კი არ ჩამოიშალა, მანდატურების სისტემა გაანადგურეს. 60%-ით არის შემცირებული პირადი შემადგენლობა, მანდატურებს არ დაუტოვეს არანაირი უფლებები გარდა დარაჯის ფუნქციის. ისინი ექვემდებარებიან სკოლის დირექტორებს და უფუნქციოთ დარჩნენ. მიუხედავად ამის, ბევრი მანდატური მაინც ცდილობს უზრუნველყოს უსაფრთხოება. სისტემაში დარჩა ბევრი პატრიოტი მანდატური, ვინც უზარმაზარი შრომის და მონდომების ხარჯზე ახერხებს მინიმალური სტანდარტების დაცვას მაინც. მე მათ მინდა მადლობა ვუთხრა და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა - ის რაც დღეს ხდება სკოლებში, არის განათლების სამინისტროს და მთავრობის მავნებლობის შედეგი. ისინი ვერ იტანენ მანდატურების ინსტიტუტს და დე ფაქტო გაანადგურეს. დე იურე მანდატურები არსებობენ მხოლოდ იმის გამო, რომ განათლების სამინისტროს ეშინია ამ სტრუქტურის გაუქმების. ისინი ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში, ძალადობის ყველა ფაქტზე თვითონ მოუწევთ პასუხის გაცემა. ამიტომ დატოვეს უფუნქციო მანდატურები ბუფერად, რათა მათ არ დაბრალდეთ სკოლებში ძალადობა. მაგრამ, მე დარწყმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ხედავს, თუ რა მავნებლობასთან გვაქვს საქმე...“ - აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42