ანი მიროტაძე თავდაცვის მინისტრის კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს - ,,ივანიშვილის ხელისუფლებას გარე საფრთხეები გააზრებული არ აქვს“
პოლიტიკა - 14:06, 28 Oct, 2016     1468
„ეროვნული ფორუმის“ ერთერთი ლიდერი ანი მიროტაძე ეჭვქვეშ აყენებს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას კომპეტენციას. მიროტაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალზე არდასწრება ამ ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის აბუჩად აგდებაა.

„მაინტერესებს ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია იყო თუ არა საქმის კურსში ნატოს იმ განცხადებაზე, რომ თურმე ნატომ უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, იცოდა თუ არა ამის შესახებ ლევან იზორიამ, თუ იმანაც ჩვენსავით ტელევიზიებით გაიგო ეს ამბავი.

გასაგებია, რუსეთი ოკუპანტია და აგრესორია, გასაგებია, რომ აგერ 40 კილომეტრში დგას საქართველოს საზღვართან, გასაგებია, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერი სახის დარტყმას უნდა ველოდებოდეთ მისგან, მაგრამ საინტერესოა აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას აქვს თუ არა გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების წინაშე აქვს აღებული, როგორც შიდა ისე გარე საფრთხეებთან დაკავშირებით. ძაან მეეჭვება მას ეს გააზრებული ჰქონდეს რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქცია ქვეყნის უსაფრთხოებაა, დაკავებულია მხოლოდ არჩევნებით და ყველა ღონეს ხმარობს, საკონტროლო პაკეტი მოიპოვონ პარლამენტში და ყველა მეთოდის გამოყენერბით გააქრონ ოპოზიციური სპექტრი"- განაცხადა მიროტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42