,,პრეზიდენტის მიერ შექმნილი ცალკე ჯგუფი კონსტიტუციაზე გავლენას ვერ მოახდენს“ - ვახტანგ ძაბირაძე
პოლიტიკა - 12:50, 28 Oct, 2016     1209
პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლების ჩართვა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე ის, რომ პრეზიდენტმა ანალოგიური საკითხების განსახილველად ცალკე ჯგუფი ჩამოაყალიბოს.


ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ ცალკე შექმნილი კომისია, ვერ მოახდენს გავლენას კონსტიტუციაზე, რადგან ამ შემთხვევაში პრეზიდენტს პარლამენტარებისა და ამომრჩევლის მხარდაჭერა დასჭირდება.

“სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლების ჩართვა იქნება შედეგიანი, რადგან პრეზიდენტი ამ სახით მიიღებს მონაწილეობას კონსტიტუციაში არსებული საკითხების დაბალანსებაში. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი კონსტიტუციაზე სამუშაოდ ცალკე ჯგუფს შექმნის, მაშინ მისი მუშაობა უეფექტო იქნება, რადგან ამ შემთხვევაში პრეზიდენტის გუნდი ვერაფერს შეცლის იქიდან გამომდინარე, რომ მას დასჭირდება პარლამენტარების 50% მხარდაჭერა მაინც და ასევე 200 000 ამომრჩევლის მხარდაჭერა,“-განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში პოლიტიკურმა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი სტრუქტურულ ცვლილებებზეც ამახვილებს ყურადღებას და მიაჩნია, რომ საჭიროა სამინისტროების შემცირება, რომელიც რეფორმების შედეგად უნდა მოხდეს.

“საჭიროა, რომ საქართველოს ჰყავდეს მცირე მთავრობა, მაგრამ შესაძლოა მოხდეს რაღაც მექანიკური გაერთიანებები, რისი მომხრეც არ ვარ, მაგალითად სამინისტროებს დაერქვათ დეპარტამენტები. საჭიროა მთავრობის თვისობრივი რეფორმები, რასაც დაახლოებით 6 თვიდან 1 წლამდე დრო დასჭირდება. არის კიდევ მეორე გზა, სამინისტროების შერწყმა, თუმცა ეს ეფექტს ვერ მოიტანს.

აუცილებელია განხორციელდეს სტრუქტურული რეფორმები მართვის სისტემაში, რაც პირდაპირ უკავშირდება საკონსტიტუციო კომისიას და სხვა საკითხებს,“-განაცხადა პოლიტიკურმა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42