„შეკითხვები როგორ ართმევს მოსამართლე გახმაურებულ საქმეებს თავს, ზოგადი შეკითხვები დასმული იქნა. არა მარტო იმ კონკრეტული მოსამართლეების მიმართ ვინც თქვენ გაინტერესებთ, არამედ სხვა მოსამართლეების მიმართაც. კონკრეტულ თემებზე საუბარი არ ყოფილა, მარტო რუსთავი2-ის საქმეზე კი არა, არის სხვა გახმაურებული საქმეებიც. კონკრეტულად არ ყოფილა საუბარი, მაგრამ ზოგადად კითხვები დაისვა კანდიდატების მიმართ და ითქვა, რომ ისინი როგორ ართმევენ გახმაურებულ საქმეებს თავს და როდესაც არის საზოგადოების მაღალი ინტერესი როგორ მოქმედებენ. შეიძლება ხშირად მისი მოსაზრება განსხვავებული იყოს საზოგადოებაში არსებული აზრისაგან. საზოგადოებაში არსებული აზრი ყველა შემთხვევაში და ყველა სფეროში ძალიან არის მნიშვნელოვანი. მოსამართლისთვის პირველ რიგში არის მთავარი კანონი, მტკიცებულებები და შინაგანი რწმენა. ყველამ მიიღო შესაბამისი და სათანადო ქულები, რომლებმაც გადალახეს მინიმალური ზღვარი კომპეტენტურობისაც და კეთილსინდისირებისაც.“- განაცხადა ლევან მურუსიძემ.
დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ 12 მოსამართლეს დანიშნავს .
კანდიდატებს შორის არიან ის მოსამართლეები რომლებსაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ეწურებათ. მოსამართლეებთან უკვე ჩატარდა გასაუბრება და გადაწყვეტილება საბჭომ სრული შემადგენლობის 2/3-ით უნდა მიიღოს.
მასალის გამოყენების პირობები






