ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ირანიდან ვიზიტორების ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორს ვიზალიბერალიზაცია წარმოადგეს.
„ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების პირველივე დღეს 15 თებერვალს ჩვენ ირანის ბეჭდური და ელექტრონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური მოვაწყვეთ. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აწარმოა ეფექტური კამპანია, საქართველოში მოიწვია ირანელი ჟურნალისტები და ტუროპერატორები, ამ ფაქტმა და ტურიზმის ადმინისტრაციის შემდგომმა ნაბიჯებმა, ასევე პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ირანიდან ტურისტული ნაკადების ზრდაზე. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ გაცნობითი ტურების ორგანიზებას ირანიდან.
2016 წლის თებერვლიდან ირანთან უვიზო მიმოსვლის დაბრუნების შემდგომ შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, თითქმის უტოლდება ბოლო სამი წლის განმავლობაში შემოსულ ჯამურ რაოდენობას. 6 თვეში ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამ პერიოდში საქართველოს ირანიდან 75 000 საერთაშორისო მოგზაური ეწვია“-აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.
მასალის გამოყენების პირობები






