„მინდა გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ჩვენ რაიმე ფორმით რუსეთის, როგორც ოკუპანტის სტატუსი მოლაპრაკებებში ხელს გვიშლის. ეს არის მავნებლური დეზინფორმაცია.
მინდა საზოგოადებას შევახსენო, რომ მოლაპრაკებებისთვის ჩვენ, ეს სტატუსი, რომელიც რუსეთს მთელმა თავისუფალმა სამყარომ მიანიჭა, ფაქტის კონსტატაცია და საქართველოს მოლაპარკაბების წარმოებაში ხელს არანაირად არ უშლის. თუნდაც ჟენევის, ან სხვა ფორმატში.
მივმართავ ხელისუფლებას, გააცხადოს მისი პოზიცია - ემიჯნება უ არა ის ამ მავნებლურ განცხადებას და კვლავ უჭერს თუ არა მხარს ხელისუფლება ამ კანდიდატს აღნიშნული ანტისახელმწიფოებრივი განცხადების შემდეგ„ - აცხადებს რურუა.
მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ,,ის ოკუპანტის სტატუსი, რაც რუსეთს მიენიჭა და რეალობის სწორი ასახვაა, ამავე დროს ჩვენ ყოველმხრივ გვბლოკავს“.
მასალის გამოყენების პირობები






