,,ჯანსუღმა შემოგითვალათ...“ - თაკო ჩარკვიანის პასუხი შალვა ნათელაშვილს
სოც.მედია - 21:34, 27 Oct, 2016     21628
,,ლეიბორისტების“ ლიდერს შალვა ნათელაშვილს ვრცელი პოსტით პასუხობს ,,ფეისბუქის“ გვერდზე თაკო ჩარკვიანი და ნათელაშვილს წარსულს ახსენებს.


,,მართლაც რომ "დაუნ დიქტეიტე" ბატონო შალვა

1956 წელს 9 მარტს უშიშროება რომ დაგაკავებს, საქართველოს თავისუფლების მოთხოვნის - ლოზუნგის გამო და ირაკლი აბაშიძე რომ გაგიწევს თავდებობას 22 წლის ბიჭს, 1972 წელს ჰიმნს რომ მიუძღვნი საქართველოს დამოუკიდებლობას",ტყვია მიზანში მოსახვედრიაო რომ იტყვი"-იმ ავბედითობის დროს, 1977 წელს ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვას,ერთადერთი კაცი,რომ არ მოაწერ ხელს-ორ ჯერ,რომ გამსახურდიას თავდებში დაუდგები, 1983 წელს თვითმფრინავის ბიჭების -გადარჩენას,რომ მოითხოვ,8 აპრილს,რომ სააქტო დარბაზში დისიდენტებს დაიცავ ინტილიგენციის შეკრებაზე მარტოდ-მარტო(ჯ,პატიაშვილის ჩვენებიდან) და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი უბედურება გაქვს გამოვლილი და ამ ყველაფრის შემდეგ, კომუნისტების დროს ყველაზე ბინძურ პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი(ხალხს,რომ ხვრეტდნენ,ბავშვებს,რომ ხვრეტდნენ იმ პროკურატურაში,და ხმა,რომ არ ამოგიღია არასოდეს) აი ასეთი "კაცი " ,დღეს პოლიტიკაში" ბიზნესისთვის" მოსული საქართველოს- ხარჯზე-ხალხის ხარჯზე მოსული ადამიანი,რომ გამოხტება და ტალახს შეგასხამს,უნდა გაგიხარდეს თქო, როგორ ვთქვა,მაგრამ,რომ არ უნდა გეწყინოს ზუსტად ვიცი .ახლა რაც შეეხება ჩემს მეუღლეს-დიახ მას აქვს ბიზნესი-მართლა ბიზნესი და არა პოლიტიკით ნაშოვნი ბინძური ფული,ამიტომაც ვცხოვრობთ ძალიან ,ძალიან ზომიერად(

ჩემი მეგობრები დამეთანხმებიან),რადგან საქართველოში ნამდვილ ბიზნესს, დიდი შრომა და წვალება უნდა -ასეა-ამიტომ ეფარებიან ხშირად პოლიტიკას თაღლითები და გაიძვერები-იოლად უნდათ ფულის შოვნა-ასე,რომ მინდა გითხრათ ბ.ნ. შალვა -ორად აზრი ჩვენს ოჯახში არ იყოფა -ცდებით,1972 წელს დამოუკიდებლობას,რომ პოეტი მოითხოვს და ჰიმნს მიუძღვნის იმას რუსეთი არ შეიძლება უნდოდეს და თქვენ ეს კარგად იცით,ვინაიდან "რუსეთში კურს დამთავრებული'" ბრძანდებით ბატონო შალვა და ჩვენს ოჯახს კი მუდამ ასეთი ადამიანები ებრძოდნენ,რას ვიზამთ

ერთი ვიცი ხალხს,რომ უყვარდე,ისე,როგორც ჯანსუღი უყვართ საქართველოში და არ მხოლოდ-თქვენნაირ, გაქნილ, პროკურატურის ჩინოვნიკებს უნდა სძულდე და კიდევ ერთი რამ,რა ჩვენი ბრალია ბატონო შალვა ,ხალხმა,რომ არ გაპატიათ ხმების გაყიდვა, ასეა ან ხალხის სიყვარული ,ან ფული-თქვენ ფული არჩიეთ ,ორივე ერთად არ გამოდის.

რაც შეეხება შევარდნდაძეს,ის ჯანსუღის მეგობარი იყო

,არა მარტო-ჯანსუღის,ნოდარ დუმბაძის,ჭაბუასი, გიგა ლორთქიფანიძის და მოგწონთ თქვენ ეს თუ არა ის დიდი პოლიტიკოსი იყო და მან ფანჯარა გაჭრა ევროპაში,ვფიქრობ საკამათოც არ არის,მაგრამ მეც გამიგრძელდა რაააა ამას თქვენ ვერ გაიგებთ, ვინაიდან დიდი პოლიტიკააა. მოკლედ ჯანსუღს უთხრეს -შალვამ მორიგი სისულეეები ილაპარაკაო და ჯანსუღმა შემოგითვალათ-"შეგიძლიათ რთხმელა მოჭრათ,ისე,როგორც გენებოთ,მაგრამ მუხას ,რკოს ვერ მოსჭამთ ცულიანო მკვლელებო"- ისე ეგ თქვენი სასახლე

თქვენ,რომ გვაჩვენეთ ტელევიზიით იმ დროს მიიღეთ პროკურატურაში? კარგად დაუჯილდოვებიხართ თქვენ თვითონ თქვით-ჰო, აი რაც შეეხება ჯანსუღს, ის თქვენ სასახლეში ვერ გაგიმასპინლდებათ,ვინაიდან დღემდე მეუღლის-დედაჩემის ბინაში ცხოვრობს და მე და ჩემი მეუღლე ,რომ არ ვიყოთ წამლის ფული არ ექნებოდა,არ მინდოდა ამის თქმა,მაგრამ თქვენმა უკიდეგანო სიბინძურემ მაიძულა,ახლა მშვიდობით ან მომავალ შეხვედრამდე, ბ.ნ შალვა, როგორც გენებოთ“ - წერს თაკო ჩარკვიანი.

გადაცემა ,,პრიორიტეტის” ეთერში შალვა ნათელაშვილმა ხელოვანი ადამიანებისა და ხელისუფლების თანამშრომლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაგალითად ჯანსუღ ჩარკვიანისთვის სულ იყო დანიშნული ერთი-ორი პოლიციის უფროსი.

,,მისი ქალიშვილი კიდევ გამოდის და აქებს ამერიკას და დასავლეთს ისეთ დონეზე, რომ მე ჩემი თავი დასავლეთის მტერი მგონია, ეს იმ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახია, რომლის მამაც რუსეთს ლექსებს უწერდა და შევარდნაძის გვერდით იდგა,” - განაცხადა ნათელაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42