ლევან ვარშალომიძე არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურას მიმართავს
პოლიტიკა - 20:02, 27 Oct, 2016     1579
ლევან ვარშალომიძე საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს და პროკურატურას საჩივრით მიმართავს.


,,8 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების, შეცდომების და რიგ შემთხვევებში დანაშაულის შემცველი ფაქტების შესწავლის შემდეგ, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” რამოდენიმე ათეული საჩივრით მიმართა, ზემდგომ საარჩევნო კომისიას (ოლქი). დაფიქსირებული ფაქტები, სარჩევნო ოლქმა შეაფასა, როგორც “პროცედურული დარღვევა”, სხვა რეაგირება ფაქტებს არ მოჰყოლია.

ჩვენ კანონის ფარგლებში განვაგრძეთ ბრძოლა და მივმართეთ საქალაქო სასამართლოს, შემდგომში სააპელაციო სასამართლოს.

ამასთან, მე და ჩემმა გუნდმა, გავასაჯაროეთ, არაერთი ვიდეო ფაილი, რომელიც არჩევნების დღეს უბნებზე განლაგებულმა კამერებმა გადაიღეს და კადრებში აღმოჩენილ იქნა, უამრავი დარღვევა, მანიპულაცია, გაყალბების ფაქტები და დანაშაულის შემცველი ქმედებები.

გასაჯაროებულ კადრებში, არსებობს რამოდენიმე ფაქტი, რომლითაც პროკურატურა, ჩვენი მიმართვის/საჩივრის გარეშე უნდა დაინტერესებულიყო, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ვიდეო მასალებით მივმართოთ პროკურატურას, მოვითხოვოთ ამ ორგანოს დაინტერესება, რათა მოხდეს სამართლებრივი ზომების მიღება.

საჩივარში, რომელიც შეგვაქვს პროკურატურაში, (გარდა ვიდეო კადრებისა) მოყვანილია ფაქტები, რომლის დოკუმენტური დამადასტურებელი მტკიცებულებები (დედანის სახით) ინახება ოლქში, რაზეც ჩვენ, პოლიტიკურ ორგანიზაციას ხელი არ მიგვიწვდება, თუმცა პროკურატურას აქვს უფლება გამოითხოვოს მასალები, შეისწავლოს იგი და მისცეს სამართლებრივი შეფასება“ - აცხადებს ვარშალომიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42