ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის არდასწრების საკითხს, ნატოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე გამოეხმაურა.
„ეს არის მინისტერიალი, რომლის დღის წესრიგიც განსაზღვრული იყო წინასწარ და ეს საკითხები შეეხებოდა ალიანსის თავდაცვისუნარიანობას პირველ რიგში, აქედან წევრი გამომდინარე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო მკაცრად ალიანსის წევრი ქვეყნების ფორმატში და შესაბამისად არცერთი ასპირანტი და პარტნიორი ქვეყნა არ ღებულობდა მინისტერიალის მუშაობაში მონაწილეობას. რაც შეეხება თემებს, თემები არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველო არის ძალიან აქტიურად ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში, ამას გარდა ალიანსთან მიმართებაში საქართველოს აქვს ძალიან აქტიური დღის წესრიგი“- განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.
როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ჟურნალისტ ქეთევან ქარდავასთან საუბარში განაცხადა ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა არ იგეგმებოდა, რადგან ამავდროულად არ იყო დაგეგმილი ნატო- საქართველოს კომისიის სხდომაც, ამის ერთერთ მიზეზად კი აპატურაი ასახელებს იმას, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ახლახანს უკვე შედგა საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები






