"ბევრ კითხვას ბადებს მედია საშუალების გამოჩენა,რომელსაც 3 500 თანამშრომელი ჰყავს და არცერთი მედია სიახლე არ დაუდია"- კობერიძე
პოლიტიკა - 17:53, 27 Oct, 2016     2634
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ბევრ კითხვას ბადებს მედია საშუალების გამოჩენა, რომელსაც 3 500 თანამშრომელი ჰყავს და არცერთი მედია სიახლე არ დაუდია.


„ძალიან ბევრ კითხვას ბადებს მედია საშუალების გამოჩენა, რომელსაც 3 500 თანამშრომელი ჰყავს და არცერთი მედია სიახლე არ დაუდია და არ გაუშუქებია არსად. შესაბამისად, კიდევ უფრო ძალიან უცნაურია ის მოწოდება, რომ უამრავი ადამიანი ჩაერთოს მათი საშუალებით არჩევნების პროცესის გაშუქებაში. მე ასე შევაფასებდი ამ თემას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს სწორედ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოებისა და მოსახლეობისა და არჩევნების მიმართ. ძალიან უცნაურად და დამაფიქრებლად ჟღერს ის მოწოდება, რომ სწორედ არჩევნების მეორე ტურის წინ, ორი დღით ადრე, ამდენი ადამიანი იყოს ჩართული უბნებზე სამუშაო პროცესში.

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ამდენ ადამიანს შორის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საკმაოდ ბევრი იყოს საზოგადოებისათვის არაკეთილმოსურნე მიზნებით გამსჭვალული ადამიანების რაოდენობა და მოვუწოდებდი, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის მოქმედებებისგან”- განაცხადა კობერიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42