"საზღვარი დაკეტილი იყო, იმ მიზეზით რომ თურქეთის მხარეს ტექნიკური ხარვეზი იყო. ამ ხარვეზის შესახებ თურქული მედიაც წერს, ქართველ მებაჟეებს თურქეთის მხარემ უთხრა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო პირების იდენთიფიცირებას ვერ ახდენდნენ. ამ დროის მონაცემებით, მებაჟეებმა მოქალაქეების გატარება ორივე მიმართულებით დაიწყეს. ამ ეტაპზე გატარება მცირე რაოდენობით ხდება და ამბობენ, რომ საბაჟო ძალიან მალე სრული დატვირთვით ამუშავდება"- აღნიშნეს შემოსავლების სამსახურში.
ამასთან შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა "ნიუპოსტთან" არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ თურქული მხარე საბაჟო გამშვებ პუნქტზე მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს უშვებს.
ცნობისთვის, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი დილიდან გადაკეტილი იყო. საქართველოს მოქალაქეების ინფორმაციით, საზღვარზე გადასვლა მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებისთვის იყო ნებადართული.
ქართული პასპორტების მქონე პირებს კი მეზობელ ქვეყანაში შესვლა ეკრძალებოდათ. ქართველები ვერც თურქეთიდან გადმოდიოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






