ლევან დავითაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა
პოლიტიკა - 17:08, 27 Oct, 2016     940
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბინინ ვანგს შეხვედა.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების სქემების განვითარებისა და პროდუქციის ბრენდირების საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით (2015-2020 წლები) გათვალისწინებული პრიორიტეტია.

„ჩვენ თანმიმდევრული მარკეტინგულ ღონისძიებებს ვახორციელებთ ისეთ ბაზრებზე, რომელთა დივერსიფიკაცია ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე შევძელით. ქართული აგრარული პროდუქციის ბრენდირების მიმართულებითაც აქტიური სამუშაოებია დაგეგმილი. აგროსასურსათო პროდუქციის გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დაცული აგროწარმოშობების სწორი ადმინისტრირება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საიმედოობისა და სანდოობის გასაჩენად, უკვე ცნობად პროდუქტს სწორი ადმინისტრირება სჭირდება. ცნობადი და კარგი რეპუტაციის მქონე ქართული პროდუქციის რეგისტრაცია, მისი დაცვის და საექსპორტო პოტენციალის ზრდის გარანტიას ქმნის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი ქვეყანაა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ბინინ ვანგმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია გეოგრაფიული აღნიშვნების სქემების განვითარების მიმართულებით WIPO-სა და საქართველოში შესაბამისი სტრუქტურების ეფექტიანი თანამშრომლობა.

შეხევდრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, როგორც მარკეტინგულ ინსტრუმენტზე ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის, ასევე, მეწარმეთა ასოციაციების როლზე ბრენდინგის წარმატებული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42