ქართველებს თურქეთის ტერიტორიაზე როგორც გასვლა ისე შესვლა აეკრძალათ. სარფის საზღღვარზე არსებულ მდგომარეობაზე „ნიუპოსტს“ საქართველოს მოქალაქე თეო შანავაესაუბრა.
„გუშინ საღამოს 6 საათიდან ვდგავართ რიგში. უკვე დილის ხუთი საათიდან მოქალაქეებს საქართველოში შესვლაც აგვეკრძალა. აქ ასობით ქართველია. ის პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან საზღვარზე უპრობლემოდ გადადიან. თურქული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებმაც უპრობლემოდ გაიარეს საზღვარი. ჩვენ კი ვზივართ ჩანთებზე, აქ არიან მოხუცები, ორსულები და ბავშვები. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, თანამშრომლები უხეშობით გამოირჩევიან და კითხვებზე პასუხს არ გვცემენ“- აღნიშნა შანავამ.
საქართველოს მოქალაქისთვის უცნობია როდის გაიხსნება სარფის გამშვები პუნქტი.
„იყო ტექნიკურ შეფერხებაზე საუბარი, თუმცა როდის აღმოიფხვრება პრობლემა და როდის შევძლებთ საქართველოში შემოსვლას უცნობია. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს საზღვარი არ გაიხსნება. არ არსებს კონკრეტული პასუხი, რაც ბუნებრივია უკმაყოფილებას იწვევს, ხალხი აწყდება კარებს, რასაც ადმინისტრაციის მხრიდან უხეშიო შეძახილები მოსდევს. რა უფლება აქვთ მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში არ გაუშვან?“ - აღნიშნა „ნიუპოსტთან“ საქართველოს მოქალაქემ.
"ნიუპოსტი" სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გადაკეტვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განმარტების მოპოვებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ცდილობს.
მასალის გამოყენების პირობები






