"თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას ნატოსთან ურთიერთობის სტრატეგიის დროულ გასაჯაროებას მოუწოდებენ
პოლიტიკა - 16:05, 27 Oct, 2016     1639
,,სამწუხაროა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს პირველად არ ჰქონდა შესაძლებლობა, ოქტომბრის ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ყოფილიყო ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების ნაწილი, რომელშიც განისაზღვრა, ნატოს შავი ზღვის რეგიონში სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ყოფნის მოდალობები. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა არის სწორედ ის ფორმატი, რომლის ჩატარებაც ასეთ დროს უნდა იქნას მოთხოვნილი“- განაცხადა თამარ კეკენაძემ.


,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი განმარტავს, რომ ნატო-ს გადაწყვეტილება გააძლიეროს საკუთარი წევრები აღმოსავლეთ ევროპაში და გაზარდოს სამხედრო ყოფნა შავ ზღვაში არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც რეგიონის, ასევე საქართველოს უსაფრთხოებისათვის. იგი აცხდებს, რომ ეს არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ნატო მზად არის დაიცვას საკუთარი წევრები და პარტნიორები.

,,ამ რელობაში, უაღრესად მნიშვლეოვანია, თუ რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება იმისათვის, რომ საქართველო სრულყოფილად იყოს ჩართული ამ პროცესებში და პროაქტიულად შესთავაზოს ჩვენს პარტნიორებს კონკრეტული შესაძლებლობები და მექანიზმები, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ნატოს ყოფნას საქართველოში“, - განმარავს თამარ კეკენაძე და აქვე იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება დროულად წარმოადგენს იმ სტრატეგიას, რომლითაც, ქვეყანა მოემზადება შემდეგი ნატოს სამიტისთვის - ,,იმედი მაქვს ხელისუფლება უახლოეს პერიოდში გაგვაცნობს თუ რა სტრატეგიით ემზადება ქვეყანა ნატოს შემდეგი სამიტისთვის და რა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე“, განაცხადა თამარ კეკენაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42