ლატვიის დელეგაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გამოცდილებას გაეცნო
პოლიტიკა - 15:27, 27 Oct, 2016     920
საქართველოში ვიზიტით იმყოფება ლატვიის რესპუბლიკის დელეგაცია, რომელშიც ამ ქვეყნის პრობაციის სამსახურის, იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები შედიან.

ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის დელეგაციამ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი დაათვალიერა, ასევე, გაიმართა შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, გიორგი არსოშვილთან. გიორგი არსოშვილმა ლატვიელ სტუმრებს საქართველოს პრობაციის სისტემის საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტები გააცნო, ასევე, ისაუბრა ალტერნატიულ სასჯელებსა და მათი აღსრულების მეთოდიკაზე.

ლატვიელმა სტუმრებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს არასაპატიმრო სასჯელებისადმი, რომელიც საქართველოს რეალობაში ბოლო პერიოდში დაინერგა.

„ლატვიელ კოლეგებს გავაცანით ის ტენდენციები, რაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროშია დანერგილი პრობაციონერთა რეაბილიტაციის მიზნით. რაც მეტი ქვეყანა მიიღებს და გაიზიარებს ჩვენს პრაქტიკას, მით მეტი სტიმული გვექნება, რომ კიდევ არაერთი ახალი პროექტი დავნერგოთ,“- განაცხადა გიორგი არსოშვილმა.

ლატვიის სახელმწიფო პრობაციის სამსახურის მედიაციის სამმართველოს უფროსის, დიანა ზიედინას განცხადებით, ლატვიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება.

„ჩვენთვის საინტერესოა მედიაციის საკითხი პრობაციის სისტემაში, წინასასამართლო ანგარიშების მომზადების სპეციფიკისა და შინაპატიმრობის ელექტრონული მონიტორგინგის ცენტრის მუშაობის გაცნობა. დავინტერესდით იმ პროექტებით, რომელიც თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განახორციელეთ. ამ დაწესებულებაში მსჯავრდებულები ლამაზ ხის ნაკეთობებს ამზადებენ და ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია იდეა, რომ მსჯავრდებულებს შეუძლიათ თავიანთი ნაკეთობები ონლაინ-მაღაზიის საშუალებით გაყიდონ,“-განაცხადა დიანა ზიედინამ.

ლატვიელი სტუმრები, ასევე, იმყოფებოდნენ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, სადაც გაეცნენ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს, მიიღეს ინფორმაცია დაწესებულებაში არსებული სხვადასხვა სასწავლო და სარეაბილიტაციო პროგრამის შესახებ.

ლატვიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოსა და ლატვიის დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42