ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესის“ იტყობინება.
სააგენტოს თანახმად, დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სრულუფლებიანმა ელჩმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა აფხაზეთის შიდა პოლიტიკის შესახებ და ამ მხრივ „ორ სახელმწიფოს“ შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
როგორც სააგენტო წერს, ურთიერთანამშრომლობის მიზნით ინფორმაციის რეგულარულად გაცვლის პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.
მოსკოვსა და სოხუმს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა და აფხაზეთის ოკუპაციური რეჟიმის მეთაურმა 2014 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი. დოკუმენტი საერთო სამხედრო სივრცის შექმნას, ფსოუზე საზღვრის გაუქმებას, ენგურზე ე.წ. საზღვრის გაძლიერებას, ასევე რუსეთის მიერ აფხაზეთში სხვადასხვა სფეროების დაფინანსებას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






