პენიტენციური სისტემის რეფორმის ანგარიში ეუთო-ს ადამიანური განზომილების კომიტეტის შეხვედრაზე იქნა წარდგენილი
პოლიტიკა - 13:49, 27 Oct, 2016     1243
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ეუთო-ს ადამიანური განზომილების კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს. ღონისძიება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარეობს.


შეხვედრაზე სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მრჩეველმა ელენე ბერაძემ საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა და რეფორმების შედეგად მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა სასჯელის მოხდის პირობებისა და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, პენიტენციური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის, პატიმართა დასაქმებისა და მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტებზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც სასჯელის აღსრულების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება.

კონფერენციის მონაწილეების მხრიდან სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ანგარიშის წარდგენა და პენიტენციური სისტემის მიღწევები დადებითად შეფასდა, განსაკუთრებით აღინიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობა და პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამინური მოპყრობის, როგორც სისტემური დანაშაულის აღმოფხვრა. პარტნიორმა ქვეყნებმა საქართველოსთან სასჯელაღსრულების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების სურვილი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

შეხვედრაში ეუთოს 57 წევრი ქვეყანა, ასევე, ეუთო-ს სტრუქტურაში შემავალი ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წევრი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრაზე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. გარდა ამისა, მონაწილეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42