გენადი არველაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტ ვენჩაი ჟანგს შეხვდა
პოლიტიკა - 11:56, 27 Oct, 2016     1050
25 ოქტომბერს ისლამაბადში (პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა) ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-15 მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე პრეზიდენტ ვენჩაი ჟანგს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული საქართველო მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის. აღინიშნა, რომ ADB-ის დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სივრცითი განვითარების ნაწილში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით.

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა გამოთქვა მზადყოფნა, განიხილოს პროფესიული განათლების მიმართულებით დახმარების შესაძლებლობა. მან ქართულ მხარეს დაუდასტურა, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს მხარს უჭერს და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და დახმარებას მთავრობის რეფორმების განხორციელების ნაწილში, როგორიცაა კაპიტალის ბაზარი, საპენსიო რეფორმა, საჯარო და კერძო პარტნიორობის (PPP) განვითარება და სხვა.

შეხვედრის ერთერთ ცენტრალურ საკითხს სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები წარმოადგენდა. ვიცე-პრეზიდენტმა ქართულ მხარეს CAREC-ში გაწევრიანება მიულოცა და საქართველოსა და CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური დერეფნების განვითარების საკითხი განიხილა.

გენადი არველაძემ აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მრავალი წლის მანძილზე ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42